ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ეკონომიკა

ფერმერები გაიფიცნენ – რას ითხოვენ მარცვლეულის მწარმოებლები

ავტორი Nona
14:21, 5 მაისი, 2023
- ეკონომიკა, სიახლეები, სოფლის მეურნეობა
ფერმერები გაიფიცნენ – რას ითხოვენ მარცვლეულის მწარმოებლები

https://biz.liga.net/

გაზიარებაგაზიარება

მარცვლეულის მწარმოებელი ფერმერები, რომლებსაც მოსავლის გაყიდვის პრობლემა შეექმნათ, კახეთში, სოფელ ჩალაუბანთან აქციას მართავენ. ისინი მთავრობისგან მარცვლეულის რეალიზაციაში დახმარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ერთი ტომარა ხორბალი ტერიტორიაზე მოაბნიეს.

აქციას, სადაც დღეს 300-მდე ფერმერი გამოვიდა, გამაფრთხილებელი ხასიათი ჰქონდა. თუმცა, ამბობენ, რომ პრობლემა თუ არ მოგვარდა, პროტესტის მასშტაბები გაიზრდება.

რა პრობლემები აქვთ მეხორბლე ფერმერებს 

ფერმერები ხელისუფლებისგან მათი პრობლემების მოგვარებას თვეების განმავლობაში ითხოვენ.

რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ზრდამ ადგილობრივ მარცვლეულზე ფასების ვარდნა გამოიწვია. ქვეყანაში რუსული ფქვილის დიდი რაოდენობით შემოტანის გამო წისქვილკომბინატები გაჩერდა, შესაბამისად, მათ ადგილობრივი ხორბალი ვეღარ შეისყიდეს.

ფერმერები ამბობენ, რომ კილოგრამ ხორბალში 45 თეთრს სთავაზობენ, რაც თვითღირებულებაზე დაბალი ფასია. მარცვლეულის იაფად გაყიდვა მათთვის ზარალიანია –საბანკო კრედიტების გასტუმრებას ვერ შეძლებენ და იძულებული იქნებიან, სათესი მიწები გაყიდონ.

მარცვლეულის ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბენიანიძე ამბობს, რომ ფერმერებმა ხელისუფლებისა და სამინისტროს თხოვნისა და მოწოდების შემდეგ მეტი მიწა დაამუშავეს და მარცვლეული დათესეს. ახლა კი გაკოტრების პირას არიან.

„ვერ ვყიდით ძველ მოსავალს, მაშინ როცა ახალი კარზე მოგვადგა. შეუძლებელია, შემოთავაზებულ ფასად გაყიდვა, რომელიც თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია. ბანკები წაიღებენ ჩვენს ქონებას და უბრალოდ, უმიწაწყლოდ დავრჩებით“, – ამბობს ნიკოლოზ ბენიანიძე.

საქართველოში მოყვანილი მოსავლის ექსპორტზე გატანაც ვერ ხერხდება.

მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციამ მთავრობას შესთავაზა, რუსული ფქვილის იმპორტზე დაწესებულიყო დამაბალანსებელი გადასახადი ან მომხდარიყო დარჩენილი ხორბლის მარაგის თვითღირებულების ფასად გაყიდვა, რაც სახელმწიფოს მიერ 1 კგ-ზე 20-25 თეთრით სუბსიდირებით მოხერხდებოდა, მაგრამ სოფლის მეურნეობის მინისტრმა მეხორბლეებისა და მეწისქვილეების შეთავაზებას უარით უპასუხა.

მთავრობა არ აპირებს რუსული ფქვილის იმპორტის დაბეგვრას და ამ გადაწყვეტილების პურის გაძვირების რისკებით ხსნის. რეალიზებისას მარცვლეულის სუბსიდირების საკითხზე კი მათ ოფიციალური პასუხი დღემდე არ მიუღიათ

ფერმერები ამბობენ, რომ მათ სარეალიზაციო ხორბალი ისევ გასაყიდი აქვთ. ივნისის დასაწყისიდან ახალი მოსავალი იქნება ასაღები, რაც მარცვლეულს კიდევ გააიაფებს.

„ძალიან დაბალ ფასად მოუწევთ ჩაბარება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი სეზონისთვის ვეღარ მოვემზადებით, მიწებს ვეღარ დავამუშავებთ და დავკარგავთ. ამ საშიშროებების წინაშე ვდგავართ და აქცია ამიტომ გავმართეთ“, – აღნიშნავს ნიკოლოზ ბენიანიძე.

თეგები: მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციანიკოლოზ ბენიანიძეფერმერებიხორბლის ფასი

დაკავშირებული სიახლეები

ხორბლის ფასი, ხორბლის იმპორტი
ეკონომიკა

ხორბალი მკვეთრად გაძვირდა

10:34, 18 მარტი, 2025
ხორბალი
ეკონომიკა

2025 წელი ხორბლის გაძვირებით დაიწყო

15:22, 3 იანვარი, 2025
მარცვლეული
ეკონომიკა

ხორბალი და სიმინდი გაძვირდა – რა ხდება მარცვლეულის მსოფლიო ბაზარზე 

13:30, 10 დეკემბერი, 2024
ხორბლის ფასი, ხორბლის იმპორტი
სიახლეები

2024 წლის 6 თვეში საქართველოში ხორბლის იმპორტი თითქმის 70%-ით გაიზარდა

10:32, 8 აგვისტო, 2024

ბოლო სიახლეები

ლარი, ლარის კურსი

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა

4 საათის-ის წინ
სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

7 საათის-ის წინ
თიბისი, მთავარია გჯეროდეს

შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას

8 საათის-ის წინ
ომი უკრაინაში

 რუსეთი ახალი შეტევისთვის ემზადება და მის შენიღბვას მოლაპარაკებებით ცდილობს: FT

8 საათის-ის წინ
საბანკო დავალიანება, ვადაგადაცილება, სესხი, შავი სია

1 მაისისთვის მსესხებელთა საბანკო დავალიანება 21%-ით არის გაზრდილი: კრედიტინფო

9 საათის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved