პარასკევი, მაისი 16, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ბანკები და ფინანსები

ფასების ზრდის მოლოდინი 1-წლიან პერიოდში მომატებულია: ეროვნული ბანკის კვლევა

ავტორი Nona
17:14, 17 აპრილი, 2025
- ბანკები და ფინანსები, ეკონომიკა, სიახლეები
ივნისში ევროზონის ქვეყნებში ინფლაცია 5,5%-მდე შენელდა

tvn24

გაზიარებაგაზიარება

საქართველოს ეროვნული ბანკი მარტის თვის ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშში წარმოდგენილია ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის მარტის თვის შედეგები.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, საკუთარ პროდუქციასა და მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი ერთ წლიან პერიოდში შემცირებულია.

კერძოდ, მარტში თებერვალთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 2%-4%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან.

ამავე დროს მომატებულია იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ფასების ცვლილებას 0%-2%, 4%-6% და 6%-8%-ის ინტერვალში ვარაუდობენ.

ამავდროულად, ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, მარტში თებერვალთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები მომატებულია.

იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 4%-6%-ისა და 6%- 8%-ის ინტერვალში ფიქრობენ, გაიზარდა.

ხოლო, დაკლებულია იმ რესპონდენტთა ხვედრითი წილი, რომლებიც 1 წლის ჰორიზონტზე ინფლაციას უფრო დაბალ ინტერვალში, 0%-2%-ისა და 2%-4%-ის ფარგლებში, მოიაზრებენ.

ასევე, მარტში წინა თვისაგან განსხვავებით, აღარ არიან ისეთი რესპონდენტებიც, რომლებიც სამომხმარებლო ფასების შემცირებას -2%-0% ინტერვალსა და -2%-ზე ნაკლებად ელოდებიან. თუმცა აღსანიშნავია, რომ შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ზრდას 8%-ზე მეტად ელოდებიან.

გამოკითხულთა აზრით, მარტში თებერვალთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. ერთი მხრივ, თებერვალთან შედარებით, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 8%-ზე მეტად ელოდებიან. მეორე მხრივ, შემცირებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ინტერვალში, 4%-6%-ის ფარგლებში, პროგნოზირებენ. ამასთანავე, მომატებულია იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ინფლაციას 2%-4%-ის ფარგლებში მოელის.

მოლოდინი ხელფასის შესახებ

გამოკითხვის შედეგებით, მარტში თებერვალთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე მცირედით მომატებულია. კერძოდ, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-10%-ისა და 10%-20%-ის ფარგლებში ელოდებიან. ამავე დროს, შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას -10%-0%-ის მიდამოში მოიაზრებენ.

კვლევის მიხედვით, მარტში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) თებერვალთან შედარებით გაზრდილია.

თეგები: ინფლაციაკვლევამოლოდინებისებხელფასი

დაკავშირებული სიახლეები

ფულადი გზავნილები, გადმორიცხვები
ბანკები და ფინანსები

აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილები 6.1%-ით, $295.5-მდე გაიზარდა

15:46, 15 მაისი, 2025
საავადმყოფო, ექიმი, მომსახურების ხარისხი, ჯანდაცვა
ბიზნესი

საავადმყოფოების და სადაზღვევოების სერვისებს მოსახლეობა ყველაზე დაბალ შეფასებას აძლევს- რა აჩვენა ACTR-ის კვლევამ

10:28, 15 მაისი, 2025
ლარი, ლარის კურსი
ბანკები და ფინანსები

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა

17:05, 14 მაისი, 2025
ლარის კურსი
ბანკები და ფინანსები

ლარი დოლარის და ევროს მიმართ გამყარდა

17:04, 13 მაისი, 2025

ბოლო სიახლეები

ამერიკის ხმა

ტრამპის ადმინისტრაცია „ამერიკის ხმის“ ვაშინგტონის სათავო ოფისს ყიდის

52 წუთი-ის წინ
ბიზნესდაჯილდოება 2025, თიბისი

წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

1 საათის-ის წინ
ფულადი გზავნილები, ჩანაწერები კრედიტინფოში

აპრილში Western Union-ით გადმორიცხვები 48%-ით გაიზარდა

2 საათის-ის წინ
სესხები, საკრედიტო ლიმიტი, მისო

დღეიდან მიკროსაფინანსოების მსესხებლებისთვის საკრედიტო ლიმიტი 200 000 ლარამდე გაიზარდა

2 საათის-ის წინ
ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

19 საათის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved