საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით არ შეცვლილა და 15.6%-ს შეადგენს.
დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 29.3 ათასი კაცით (3.2%) და 943.2 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 21.5 ათასით შემცირდა (4.8%) და 422.8 ათასი შეადგინა.
ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა 1.4 ათასით (0.6%) და 252.2 ათასი შეადგინა.
2023 წლის III კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.1%-ით გაიზარდა და 53.6%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 0.1%-ით და 45.3% შეადგინა.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.4%-ით, სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.5%-ით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2%-ით, სოფლის ტიპის დასახლებებში კი შემცირებულია 0.1%-ით და შესაბამისად 45.5% და 44.8%-ს შეადგენს.
2023 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე გაზრდილია საქალაქო ტიპის დასახლებებში 0.4%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.6%-ით.