უკრაინის შეიარაღებული ძალები სავარაუდოდ, შევიდნენ ხერსონის ოლქში, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე – განაცხადეს ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ექსპერტებმა.
მათ გააანალიზეს რუსი სამხედრო კორესპონდენტებისა და ბლოგერების ლოკაციის გეოგრაფიული მონაცემები და ფოტოების მიხედვით, დაასკვნეს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს პოზიციები მდინარე დნეპრის ნაპირებზე ქალაქ ალეშკის ჩრდილოეთით (ხერსონიდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 7 კმ). წინ წავიდნენ მის გარეუბანში და აიღეს კონტროლი ხერსონის სამხრეთ-დასავლეთით ზოგიერთ კუნძულზე.