უკრაინიდან მზესუმზირას ზეთის ექსპორტი თებერვალში 17%-ით შემცირდა. ქვეყნიდან 94,3 ათასი ტონით ნაკლები ზეთი გაიტანეს, რაც მინიმალური მაჩვენებელია.
იანვარში უკრაინამ 347 000 ტონა მზესუმზირას ზეთის ექსპორტი შეძლო, რაც მკვეთრად ნაკლებია 2022 წლის იანვარში, ომამდე არსებულ მაჩვენებელზე. 2022 წლის იანვარში ექსპორტი 612 000 ტონაზე მეტი იყო.
უკრაინიდან ექსპორტი ომის გამო შეზღუდულია, მაგრამ ფერმერები ახერხებენ ექსპორტზე გაიტანონ მზესუმზირას მარცვალი, რაც ზეთის გლობალურ ბაზარზე სიტუაციის შედარებით დასტაბილურებას უწყობს ხელს.
უკრაინა მზესუმზირას ზეთის სიდიდით მეორე მწარმოებელია რუსეთის შემდეგ. 2021/22 წლების სეზონზე უკრაინიდან მზესუმზირას რეკორდული რაოდენობის ექსპორტი განხორციელდა. ხოლო მიმდინარე 2022/23 სეზონში, 2,2 მილიონი ტონა ზეთია გატანილი.