უკრაინის პარლამენტი ამზადებს კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს სამხედროებისთვის პრემიების გადახდას შეტევაში მონაწილეობისთვის.
„სტიმულირების პაკეტით“ ასევე გათვალისწინებულია:
- ვადიან სამხედრო სამსახურში გამოძახებულ პირთა ხელფასის გაზრდა (არანაკლებ მინიმალური ხელფასის ოდენობისა);
- სტიპენდიების ოდენობის გაზრდა უმაღლესი სამხედრო დაწესებულებების იუნკრებისა და სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის;
- ინსტრუქტორთა ანაზღაურების გაზრდა;
- დამატებითი ანაზღაურების გადახდა სამხედროებისთვის, კერძოდ, შეტევაში მონაწილეთათვის;
- წამახალისებელი გადახდების საკანონმდებლო საფუძვლების შექმნა.
ასევე, განიხილება კომპენსაციის გადახდის საკითხი სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან.
„სტიმულირების პაკეტი“ ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურეთა პენსიის ინდექსირებას.