უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ 2024 წლისთვის უკრაინელმა მწარმოებლებმა უკვე გააფორმეს კონტრაქტი მილიონი დრონის გამოშვებაზე და ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება.
„მიმდინარე წლისთვის, ჩვენმა მწარმოებლებმა უკვე გააფორმეს კონტრაქტი ერთი მილიონი დრონის დამზადებაზე და ეს რაოდენობა გაიზრდება. ჩვენ არ ვამხელთ ყველა დეტალს, მაგრამ დრონების წარმოების შესაძლებლობა უფრო იზრდება“, – ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, უკრაინის გენერალურმა შტაბმა გადაწყვიტა გაზარდოს დაფინანსება უკრაინის სარაკეტო პროგრამისთვის.