უკრაინის პროტესტი ამჯერად, სასაზღვრო გამშვები პუნქტის ბლოკირებას უკავშირდება.
უკრაინა-პოლონეთის ყველაზე დიდ სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან დოროგუსკ-იაგოდინთან პოლონელი გადამზიდავების აქციის გამო სატვირთო მანქანების მოძრაობა 4 მაისიდან გაჩერებულია.
პოლონელი მძღოლები უკრაინელი გადამზიდავებისთვის ლიცენზირების სისტემის აღდგენას ითხოვენ, რადგან გამშვებ პუნქტთან უკრაინიდან მიმავალმა სატვირთო მანქანებმა დიდი რიგები წარმოქმნეს.
გარდა ამისა, მომიტინგეები ითხოვენ ბელარუსული და რუსული ნახევრადმისაბმელიანი მანქანების პოლონეთში შესვლის აკრძალვას.
საპროტესტო აქცია 3 ივნისამდეა დაანონსებული.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოლონელ კოლეგებს ნოტა გაუგზავნა პოლონელი გადამზიდავების საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით.
5 მაისის მდგომარეობით, საგუშაგოზე რიგში 2782 მანქანა იყო, ხოლო ვეტერინარული კონტროლის რიგში 454 სატვირთო იდგა.
უკრაინული მხარე მიიჩნევს, რომ პოლონელი გადამზიდავების საჩივრები და მოთხოვნები უსაფუძვლოა, რადგან ორივე ქვეყნის მძღოლები თანაბარი პირობებით მუშაობენ. ამიტომ საგუშაგოს დაბლოკვის მიზეზი არ არსებობს.
უკრაინამ მოუწოდა პოლონეთს, გაეხსნა გამშვები პუნქტი, ხოლო შემდეგ საპროტესტო ნოტა გადასცეს პოლონეთის ინფრასტრუქტურის მინისტრს.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ გადაწყდება საკითხი დოროგუსკ-იაგოდინის საგუშაგოსთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში.