წელს ევროკავშირი უკრაინისთვის €18 მილიარდის ფინანსურ დახმარებას გეგმავს, საიდანაც €6 მილიარდი უკვე გამოყოფილია. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ევროკავშირის უპირველესი პრიორიტეტია, უკრაინას მიაწოდოს მისთვის საჭირო საბრძოლო მასალა. ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე ფრონტზე: მოხდეს საბრძოლო მასალის უკრაინაში დაუყოვნებლივ გადატანა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მარაგებიდან… და ევროკავშირისგან 155 და 152 მმ-იანი საბრძოლო მასალის შეძენა. წევრი ქვეყნები აძლიერებენ წარმოებას და აჩქარებენ საბრძოლო მასალის მიწოდებას“, – განაცხადა მან.
ვოლოდიმირ ზელენსკი და ფონ დერ ლაიენი შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაზე.