უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ათიათასობით ადამიანი დაიკარგა. მათგან ნაწილს მოგვიანებით მიაგნეს. თუმცა, ოფიციალური მონაცემებით, 23 ათასი ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ისინი, განსაკუთრებულ ვითარებაში, საომარი მოქმედებების შედეგად გაუჩინარდნენ.
უკრაინაში ამოქმედდა ერთიანი რეესტრი, რომელიც შეაგროვებს და ცენტრალიზებულ სახეს მისცემს მონაცემებს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ, მათ შორის, სრული სახელის, დაბადების ადგილისა და თარიღის, ოჯახური მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, აგრეთვე იმ ტერიტორიის შესახებ, სადაც პირი დაიკარგა.