აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სამშაბათს დაპატიმრებას ელოდება. საქმე ეხება 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსებას, როცა დონალდ ტრამპმა სავარაუდოდ, სტორმი დენიელსის $130 ათასი გადაუხადა, რათა მათი სექსუალური კავშირი საიდუმლოდ დაეტოვებინა. დენიელსმა დონალდ ტრამპს და მის ადვოკატს მაიკლ კოენს სასამართლოში უჩივლა.
ტრამპმა და მისმა ყოფილმა ადვოკატმა ბრალდება უარყვეს და დენიელსი სიცრუეში დაადანაშაულეს.
CNN-ის ინფორმაციით, ტრამპს მიაჩნია, რომ მას ბრალი წაუყენებენ, რადგან ფიქრობს, რომ მანჰეტენის ოლქის პროკურორს ელვინ ბრაგს „სძულს იგი“.
მაიკლ კოენი ტრამპისთვის ბრალის წაყენებას „გარდაუვალს“ უწოდებს.
თავის განცხადებაში ტრამპი ამტკიცებს, რომ მანჰეტენის რაიონის პროკურორის ოფისიდან გაჟონა ინფორმაციამ, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ ყველაზე გამორჩეულ კანდიდატს და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს მომავალ კვირაში დააკავებენ.
ტრამპმა თავის მომხრეებს პროტესტისკენ მოუწოდა.