დონალდ ტრამპის კრიპტოვალუტამ, სახელწოდებით $TRUMP-ი, ბაზარზე დიდი ინტერესი გამოიწვია. მისი ღირებულება, გამოშვებიდან მალევე 19000%-ით გაიზარდა.
ციფრულმა მემკოინმა შაბათს დილით ვაჭრობა $0,1824-ით დაიწყო. კვირას მისი ფასი $36.6-მდე გაიზარდა და კაპიტალიზაციამ $36 მილიარდს, ხოლო ვაჭრობის მოცულობამ $14 მილიარდს გადააჭარბა.
ტრამპის კომპანია, CIC Digital LLC, მონეტის მარაგის 80%-ს ფლობს. სულ ამჟამად 200 მილიონი მონეტაა მიმოქცევაში და კომპანია მომდევნო სამი წლის განმავლობაში მათ 1 მილიარდამდე გაზრდას გეგმავს.
$TRUMP-ის მემკოინის გაშვების შესახებ ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს დილით საკუთარ სოციალურ გვერდებზე გაავრცელა.
მემკოინის გაშვებამ გააჩინა კითხვები ტრამპის გავლენის კრიპტოვალუტის სასარგებლოდ გამოყენების შესახებ.
ჯერ კიდევ ივლისში, ტრამპმა პირობა დადო, რომ ამერიკას „პლანეტის კრიპტო დედაქალაქად“ აქცევს და კრიპტოვალუტის „სტრატეგიულ რეზერვს“ შექმნის.