ორშაბათი, ივნისი 16, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ბიზნესი

„ადგილობრივ ბაზარზე ვაშლი დეფიციტური კიდევ 2-3 წლის განმავლობაში იქნება“, – ფერმერი

ავტორი Nato
12:01, 20 მარტი, 2023
- ბიზნესი, ეკონომიკა, საზოგადოება, სიახლეები
„ადგილობრივ ბაზარზე ვაშლი დეფიციტური კიდევ 2-3 წლის განმავლობაში იქნება“, – ფერმერი

ზურაბ გოჯიაშვილი

გაზიარებაგაზიარება

ტირიფონის ბაღებში მოყვანილი ვაშლი ექსპორტზე არაბეთის საემიროებში გავიდა.

პირველ ეტაპზე 20 ტონა ვაშლის სატესტო პარტია დუბაიში გაიყიდება. აქამდე ტირიფონის ბაღებში მოყვანილი ვაშლი მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე გორჯის ბრენდით იყიდებოდა.

კომპანიამ ვაშლისა და მსხლის ინტენსიური ბაღების გაშენება გორის რაიონის სოფელ კვარხითში 2014 წელს დაიწყო. ხეხილი დღეისთვის 31 ჰექტარზეა გაშენებული. 28 ჰექტარზე ცოტა მეტი 7 სახეობის ვაშლის და დანარჩენი 2 სახეობის მსხლის ბაღებს უკავია. კომპანიას აქვს საკუთარი 1 000 ტონის ტევადობის სამაცივრე საცავიც.

ექსპორტის შესაძლებლობებზე, სოფლის მეურნეობაში არსებულ სირთულეებსა და ამ სფეროში მიღებულ გამოცდილებაზე Business Research Group-თან ტირიფონის ბაღების დირექტორი ზურაბ გოჯიაშვილი საუბრობს:

– ვაშლის საცდელი პარტიის არაბეთში გასაგზავნად თანხა USIAD-მა გამოგვიყო. ახლა ვნახავთ, როგორ ჩააღწევს ჩვენი პროდუქცია ადგილამდე. თუ ეს პარტია დაუზიანებლად, ხარისხის დაკლების გარეშე ჩავა არაბეთში, შესაძლებელი გახდება ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე ექსპორტის დაწყება.

საქართველოდან ვაშლის ექსპორტი ამ დრომდე მხოლოდ რუსეთში ხდება. ჩვენ, გასაგები მიზეზების გამო, რუსეთში ექსპორტის სურვილი არ გვაქვს. ყველას კარგად გვახსოვს, რა დარტყმა მიიღო რუსეთის ემბარგოს გამო მევენახეობის სექტორმა. მოსალოდნელია, რომ რუსეთი, სურვილის შემთხვევაში, იმავეს სხვა სფეროშიც გაიმეორებს. სტაბილურ ბაზრებზე, რუსეთისგან განსხვავებით, ხარისხზე მკაცრი მოთხოვნებია. ჩვენ ამის არ გვეშინია. დარწმუნებული ვართ, რომ მაღალი ხარისხის მიღწევა და შენარჩუნება შეგვიძლია.

ჩვენი გათვლებით, ადგილობრივ ბაზარზე ვაშლი დეფიციტური კიდევ 2-3 წლის განმავლობაში იქნება. ამას მიზეზი წარმადობის ნაკლებობა და შენახვის პრობლემებია. ცუდი არ იქნება, თუ ამ პრობლემების გადალახვის მომენტისთვის საექსპორტო ბაზრებზე ადგილის დამკვიდრებას მოვახერხებთ.

– რა გიშლით ხელს? რა დაბრკოლებებს წააწყდით ამ წლების განმავლობაში ბაღის მოვლაში?

– ვისწავლეთ ხარისხიანი მოსავლის მოყვანა, ხილის დახარისხება და შენახვა. მაგრამ მოსავლის სტაბილურად, დიდი რაოდენობით მოყვანა ჯერ გვიჭირს. სტაბილურად კი არა, ვერცერთ სეზონზე მივაღწიეთ რაოდენობას, რომელსაც ვგეგმავდით. ეს იმიტომ, რომ ჯერ ამისთვის საკმარისი ცოდნა არ გვაქვს. ბევრი რამ ჯერ არ ვიცით.

სამწუხაროდ, სოფლის მეურნეობაში წელიწადში მხოლოდ ერთი ექსპერიმენტის ჩატარება არის შესაძლებელი და ეს ერთი ექსპერიმენტი დაკარგული შემოსავლის ფასად გვიჯდება. ამის გამო სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანები ძალიან კონსერვატიულები ვართ.

ვცდილობთ, დასავლეთიდან მცოდნე ადამიანები მოვიწვიოთ, რათა მათგან სწორი რჩევები მივიღოთ. არის პროგრამები, რომლის ფარგლებში ჩამოდიან უცხოელი სპეციალისტები კონსულტაციების გასაწევად, მაგრამ ამას ფრაგმენტული ხასიათი აქვს და საქმეს არ შველის. ასეთ კონსულტაციებს განგრძობითი ხასიათი უნდა ჰქონდეს.

 – სად გქონდათ ჩავარდნა, რა გაჩვენათ ამ წლების გამოცდილებამ, მიღებულმა მოსავალმა?

– არასდროს გვქონია ისეთი მოსავალი, რასაც ჩვენი ნერგების მომწოდებლები გვპირდებოდნენ და რასაც ჩვენი უცხოელი კოლეგები სტაბილურად იღებენ. ფაქტია, რომ ხეხილის მოვლის პროცესში შეცდომებს ვუშვებთ და ეს უნდა გამოვასწოროთ.

– განსხვავება რაშია, რას აკეთებენ განსხვავებულად, რასაც თქვენ ვერ აკეთებთ?

– მათ იციან ხეხილის მოვლა. მათ ხანგრძლივი შრომით, ნელ-ნელა მიაღწიეს იმ შედეგს, რაც ჩვენ გვინდა, რომ სწრაფად მივიღოთ. მათგან ბევრის სწავლა გვჭირდება.

მოვლის შესახებ რჩევები წიგნშიც შეიძლება წაიკითხო, მაგრამ პრაქტიკაში ვერ გააკეთო. ამიტომ გვინდა დონორებისგან თანადაფინანსების მოპოვება უცხოელი აგრონომისა და შენახვის სპეციალისტების ხანგრძლივი პერიოდით მოსაწვევად. ეს, ჩვენ და ჩვენს კოლეგებს საშუალებას მოგვცემდა, სპეციალისტების მომსახურების საფასური, პროგრამის დასრულების შემდეგ, კოლექტიურად გადაგვეხადა.

 

– რა იქნება კარგი მოსავალი, თქვენი გათვლებით, რამდენი ვაშლი უნდა მოიწიოთ ერთ ჰექტარ ბაღში?

 – ჩვენს კოლეგებს უცხოეთში ჰექტარზე 60 ტონაზე ნაკლები მოსავალი ძალიან იშვიათად აქვთ. ჩვენ 30-ს ვერ გადავცდით, რაც ძალიან ცოტაა. შესაბამისად, ვაშლის თვითღირებულება მაღალი გამოდის. თვითღირებულება რომ შემცირდეს, მოსავლიანობა უნდა გაიზარდოს.

– საქართველოში ვაშლს სად ყიდით?

– სუპერმარკეტებში შეგვაქვს. ასევე, ვყიდით კომპანია პლანტას მეშვეობით, რომელიც დისტრიბუციას ახორციელებს. არაორგანიზებული მყიდველებიც მოდიან ჩვენთან.

მომავალში წარმოების დივერსიფიცირებაც გვინდა ვცადოთ. როცა წარმადობის პრობლემას გადავჭრით, იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქციის სუბსტანდარტულმა ნაწილმა ჩვენივე უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტს გაყიდვაში ხელი არ შეუშალოს, ის შეიძლება, გადავამუშაოთ. შესაძლებელია, რამდენიმე სხვადასხვა პროდუქტის წარმოება, ჩირით და ჩიპსებით დაწყებული და სასმელებით დამთავრებული. ჯერჯერობით არაფერი გადაგვიწყვეტია.

– რამდენად დიდ გავლენას ახდენს ამინდი თქვენი ბაღების მოსავლიანობაზე?

 – ამინდი მოსავალზე, ცხადია, ძალიან მოქმედებს. ჩვენ ყველა მოვლენას მეტ–ნაკლებად ადეკვატურად ვპასუხობთ, გვიანი საგაზაფხულო ყინვის გარდა, რომელიც ყვავილს აზიანებს. ამ პრობლემისგან თავდაცვა  მხოლოდ დაზღვევაა, რომელსაც საქართველოში იმიტომ ვერ ნერგავენ, რომ ბაღების მოსავლიანობის საიმედო სტატისტიკა არ არსებობ. ამის გარეშე კი, ყინვის შედეგად მოსავლის დანაკლისის განსაზღვრა შეუძლებელია. სეტყვას გავუმკლავდით, დამცავი ბადეები გვაქვს. წყალი საკუთარი ლიცენზირებული ჭაბურღილებიდან გვაქვს, ამიტომ გვალვის არ გვეშინია.

– ევროპაში ხილის ექსპორტს თუ განიხილავთ?

– ევროპულ ქვეყნებში ვაშლის ჭარბი წარმოებაა, ამიტომ ჩვენთვის სხვა ბაზრები უფრო საინტერესოა, მაგალითად, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, ინდოეთის ოკეანის ქვეყნების. ამჟამად საქართველოს ბაზარზე, ვაშლის დეფიციტის გამო, აქ უფრო სარფიანად ვახერხებთ მოსავლის გაყიდვას.

ექსპორტზე მუშაობას თავისი სპეციფიკა აქვს, რაც ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია. ბევრი  საკითხი გვაქვს გასარკვევი: შეფუთვა, ტრანსპორტირება, მარკეტინგი საერთაშორისო ბაზარზე, რაც ჩვენთვის უცხო ხილია. უმთავრესი მაინც იმის მიღწევაა, რომ სტაბილური მოსავალი გვქონდეს.

უცხოეთის ბაზრისთვის ჩვენი ათასი ტონა ვაშლი ძალიან ცოტაა. ატმის ექსპორტი საქართველოდან იმიტომ მოხერხდა, რომ მოსავალმა დიდ მოცულობას მიაღწია და სტაბილური მიწოდებაც შესაძლებელი გახდა.

არაბეთში ვაშლი ირანიდანაც შედის, სადაც მაღალი ტემპერატურის გამო ვაშლის სიმკვრივე დაბალია, შეფერილობა და გემოც ჩამორჩება ჩვენსას, ამიტომ ამ პროდუქციასთან კონკურენცია უნდა შევძლოთ. როგორც კი სტაბილურ  მოსავალს მივიღებთ, მაგალითად, დაგეგმილი მოცულობის 70%-ს თუ მივაღწევთ, მერე შეიძლება ექსპორტზე ვიფიქროთ.

– თქვენი ბაღებიდან შეძლებთ ექსპორტისთვის საკმარისი მოსავლის მიღებას?

– საჭირო რაოდენობას ჩვენ მარტო ვერ მივიღებთ, სხვა ფერმერებთან თანამშრომლობა აუცილებლად დაგვჭირდება. ამიტომაც მივიჩნევთ, რომ ჩვენ კონკურენტები კი არა, კოლეგები ვართ და საიმედო ბაზარზე ერთობლივი გასვლის საერთო ამოცანა გვამოძრავებს.

თუ ჩვენმა მეზობლებმა ვერ მოიყვანეს და ვერ შეინახეს კარგად, ვერც ისინი გაიტანენ კარგ ბაზარზე და ვერც ჩვენ. ვაშლის დამხარისხებელი დანადგარი შევიძინეთ, რომელსაც საათში 5 ტონა ვაშლის დახარისხება შეუძლია ზომის, ფერისა და წონის მიხედვით. ამ დანადგარის მოცდენა საცოდაობა იქნება. მსურველებს ვთავაზობთ, ისარგებლონ დამხარისხებელი ხაზის მომსახურებით. ჩვენი გათვლებით, დახარისხება მათი პროდუქციის ფასს, ჩვენთვის გადახდილ საფასურთან შედარებით, ორმაგად მაინც გაზრდის.

– და მათაც აუცილებლად ხარისხიანი ხილი უნდა მოიყვანონ…

– პროდუქტის ხარისხს რამდენიმე პარამეტრი განსაზღვრავს. Global GAP სტანდარტი, მაგალითად, საქართველოს მევაშლეთა შორის, მხოლოდ ჩვენ გვაქვს დანერგილი. შხამქიმიკატების გამოყენებისას ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციას მკაცრად ვიცავთ. აქ იგულისხმება დასაშვები დოზების, სეზონის განმავლობაში მათი გამოყენების ჯერადობისა და ლოდინის პერიოდის დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ქიმიკატი სრულად არ დაიშლება და გაჰყვება პროდუქტს. ჩვენ მკაცრად მივდევთ ამ და სხვა წესებს.

სერტიფიკატი ერთი წლის ვადით გაიცემა და ყოველწლიურად საჭიროებს განახლებას, თან სტანდარტის მოთხოვნებიც ყოველწლიურად მკაცრდება, რაც საწარმოო დისციპლინას განამტკიცებს.

– უცხოელი ინვესტორის შემოყვანა ხომ არ გიფიქრიათ?

– ბევრ უცხოელთან გვაქვს ურთიერთობა, ვისაც შეიძლება სურვილი ჰქონდეს, მაგრამ არამომგებიან ბიზნესში ვერ მოვიწვევთ. მომავალში, როცა ჩვენი საქმე მომგებიანი გახდება, შეიძლება უცხოელი პარტნიორებიც მოვიწვიოთ.

კიდევ გვაქვს 30 ჰექტარი ასათვისებელი. ამ ფართებზე არაფერს გავაშენებთ, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ მაღალი მოსავლის მიღება შეგვიძლია. სტაბილური მოსავლიანობის მიღწევის შემდეგ, ვაშლის გარდა, კიდევ რამდენიმე სხვადასხვა კულტურის გაშენებას ვგეგმავთ.

– რას ურჩევდით იმ ფერმერს, ვინც ამ სექტორში აპირებს ფულის ჩადებას. რა უნდა გაითვალისწინოს მან?

– ვურჩევდი, რომ კარგად დაფიქრდეს, დარწმუნდეს, რომ გრძელვადიანი პროექტის განხორციელება შეუძლია. მიიღოს ამ სფეროში განათლება, რაც აუცილებლად სჭირდება. უნდა გაითვალისწინო კლიმატი, ნიადაგის ტიპი. ადგილმდებარეობიდან და ნიადაგიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროს, რა კულტურების მოყვანა არის შესაძლებელი. უნდა გაითვალისწინოს მუშახელზე ხელმისაწვდომობის ფაქტორიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

თეგები: არაბთა გაერთიანებული საამიროებიექსპორტივაშლიზურაბ გოჯიაშვილიტირიფონის ბაღებიფერმერი

დაკავშირებული სიახლეები

ჩინეთი, საგარეო ვაჭრობა
ეკონომიკა

იანვარ-მაისში ექსპორტი 14,6%-ით, ხოლო იმპორტი -12,8%-ით გაიზარდა

11:32, 13 ივნისი, 2025
ექსპორტ-იმპორტი, საგარეო ვაჭრობა,
ეკონომიკა

აპრილში ექსპორტი წლიურად 41%-ით გაიზარდა, იმპორტი- 4%-ით შემცირდა

11:39, 13 მაისი, 2025
თიბსისი, ვასილ მირიანაშვილი
ბანკები და ფინანსები

თიბისი აგრობიზნესისთვის – მირიანაშვილების პურის ყანა, ტრადიციიდან ინოვაციამდე

16:31, 28 აპრილი, 2025
პორტი, საზღვაო გადაზიდვები, გემი, ტვირთი, კონტეინერი
ეკონომიკა

იანვარ-მარტში იმპორტი 20%-ით, ექსპორტი – 5,7%-ით გაიზარდა

11:25, 14 აპრილი, 2025

ბოლო სიახლეები

JPMorgan

Forbes Global 2000-ის ლიდერი JPMorgan-ია – მსოფლიოს უდიდესი კომპანიების რეიტინგი 

15 წუთი-ის წინ
პრემია ელისო

პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ

22 საათის-ის წინ
დონალ ტრამპი

კრიპტოვალუტა, გოლფის კლუბები, ჰონორარები – ტრამპმა $1,6 მილიარდის აქტივი დაადეკლარირა

2 დღის-ის წინ
თიბისი, ბიზნესდაჯილდოება

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება

2 დღის-ის წინ
ჩინური ელექტრომობილები

მაისში ჩინური ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 24%-ით გაიზარდა

2 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin X-twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved