ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების ფასი დაეცა.
გასულ შაბათ-კვირას, ბიტკოინის ფასი მოულოდნელად, $67,000-დან $61,000-მდე დაეცა. მკვეთრად გაიაფდა სხვა კრიპტოვალუტებიც. მათ შორის ეთერიუმი.
კრიპტოვალუტების ფასების ვარდნა შაბათს, ირანის ისრაელზე თავდასხმას მოჰყვა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იყო სწრაფი კოლაფსი, მაგრამ სერიოზული შედეგების გარეშე, იმდენად, რომ სამი საათის შემდეგ ფასი უკვე დაბრუნდა $65000- მდე.
მეორე დღეს გაირკვა, რომ ირანის შეტევა ჩავარდა და დასრულდა, ამიტომ ბიტკოინმა დანაკარგი აღიდგინა და $66,000-ს დაუბრუნდა.
ბიტკოინი 2024 წლის 9 თებერვლიდან, თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, 15 მარტამდე მუდმივად ძვირდებოდა.
2024 წლის ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტის ფასმა 14 მარტს, ისტორიული მაქსიმუმს -$73 800-ს მიაღწია.
ეთერიუმს, რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოაქტივის ფასი 11%-ზე მეტით, $3,250-მდე შემცირდა.
სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ მომავალი დღეები კრიპტოვალუტის ფასი გაიზარდოს.