შაბათი, მაისი 17, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი საზოგადოება

სტუდენტობა სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის ავტომატურად თავის არიდების პირობა აღარ იქნება 

ავტორი Nona
12:41, 6 მარტი, 2023
- საზოგადოება, სიახლეები
სტუდენტობა სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის ავტომატურად თავის არიდების პირობა აღარ იქნება 

რადიო თავისუფლება

გაზიარებაგაზიარება

სტუდენტობა ვერ იქნება სავალდებულო სამსახურისთვის უპირობოდ თავის არიდების საშუალება. შესაბამისი ცვლილება თავდაცვის ახალ კოდექსში უნდა შევიდეს, რომლის განხილვასაც პარლამენტი დღეს იწყებს. ცვლილება შეეხება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ჯარში გაწვევის წესს და მისი ერთ-ერთი ძირითადი მიზანი მისთვის თავის არიდების მსურველთა რაოდენობის შემცირებაა.

სიახლეს წარმოადგენს ის, რომ „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, შესაძლებელია დაექვემდებაროს შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას. ასეთ შემთხვევაში, მას საკუთარი სურვილით შეეძლება შეარჩიოს და გაიაროს სამხედრო სამსახურის გავლის ერთ-ერთი ფორმა – 6, 8 ან 11 თვის ხანგრძლივობით, ან ჩაირიცხოს შესაბამის სამხედრო მომზადების პროგრამაზე, რომელიც გულისხმობს, ოთხი წლის განმავლობაში სტუდენტის მიერ ზაფხულის პერიოდში შეკრებების გავლას. სტუდენტს, რომელსაც 11-თვიანი სამსახურის დასრულების შემდეგ ექნება აკადემიური ხარისხი მიენიჭება ლეიტენანტის სამხედრო წოდება, ხოლო სამხედრო სამსახურის სხვა ფორმების გავლის შემთხვევაში – რიგითის სამხედრო წოდება“, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ცვლილების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა და ის თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა. ინიციატორები განმარტავენ, რა მიზანს ისახავს კოდექსში ცვლილების შეტანა:

– მოკლე დროში მეტი ადამიანი გადამზადდეს სამხედრო პროფესიებში;

– საზოგადოებაში გაიზარდოს დადებითი დამოკიდებულება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისადმი, ვინაიდან – პირი დიდი ხნით აღარ მოსწყდება ოჯახს და თავის ძირითად საქმიანობას;
– ჯარში ყოფნის პერიოდი რეალურად იქნება მორგებული სამსახურის იდეას, რომელიც აუცილებელია სამხედრო უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის;

– შემცირდეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების მსურველთა რაოდენობა.

სტუდენტებს, საშუალება მიეცემათ, გაიარონ რეზერვის უმცროსი ოფიცრის მომზადების პროგრამა.

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტმა, ასევე პირმა, რომელსაც მინიჭებული აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ნებაყოფლობით, შესაძლოა, გაიაროს მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რეზერვის უმცროსი ოფიცრის მომზადების პროგრამა. ამასთან, პირს მიენიჭება ლეიტენანტის სამხედრო წოდება, თუ პროგრამის წარმატებით დასრულების დღისთვის მინიჭებული აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან პროგრამის დასრულებიდან 5 წლის ვადაში წარმოადგინა ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი და არ შესრულებია 35 წელი. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის დასრულების დღისთვის არ აქვს მინიჭებული ბაკალავრის აკადემიური ხარისხი – მიენიჭება უმცროსი/უფროსი/მთავარი სერჟანტის წოდება“, – წერია განმარტებით ბარათში.

თეგები: თავდაცვის სამინისტროსავალდებულო სამხედრო სამსახურისაქართველოს მთავრობა

დაკავშირებული სიახლეები

ირაკლი კობახიძე
ეკონომიკა

არჩევნების წინ მთავრობა ბიუჯეტს ზრდის – ხელფასები ემატებათ პედაგოგებს

11:48, 17 ივნისი, 2024
მაიკლ როთი
საზოგადოება

მიხაელ როთი წერს, რომ საქართველოს მთავრობამ ევროველ დიპლომატებთან შეხვედრაზე უარი თქვა

14:39, 14 მაისი, 2024
სავალუტო ფონდის მისია, ანგარიში, რეკომენდაციები,
ეკონომიკა

„საქართვლოში მმართველობის მაჩვენებლები გაუარესდა”- სსფ-ის მისიის შეფასება

11:47, 19 მარტი, 2024
მწეველთა რიცხვი, თამბაქოს მოხმარება, სიგარეტის იმპორტი,
საზოგადოება

რა წერია თამბაქოს კონტროლის სამოქმედო გეგმაში და მცირდება თუ არა მწეველთა რიცხვი ქვეყანაში

13:47, 29 თებერვალი, 2024

ბოლო სიახლეები

ელექტროენერგია, ელექტროენერგიის იმპორტი

I კვარტალში რუსეთიდან იმპორტირებული 595 გიგავატი ელექტროენერგია მთლიანად აფხაზეთმა მოიხმარა: Galt & Taggart

22 საათის-ის წინ
სანქციები, რუსეთი, ევროკავშირი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს ამზადებს

23 საათის-ის წინ
ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა

1 დღის-ის წინ
სატელევიზიო რეკლამა, ტელეიმედი, რუსთავი 2, ტვ პირველი,

ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი 14,8 მილიონ ლარამდე გაიზარდა – 41% “იმედმა” მიიღო

1 დღის-ის წინ
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

1 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved