სომხეთის და ყაზახეთის ბანკებმა რუსული კომპანიების გადარიცხვების დაბლოკვა დაიწყეს.
შეზღუდვა ეხება პროცესორების, მიკროსქემების, სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის, ასევე მონაცემთა შენახვის სისტემებისა და სერვერების შესყიდვებისთვის განხორციელებულ გადარიცხვებს, რომლებიც პარალელური იმპორტით არის მიწოდებული. ამის შესახებ კომერსანტი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რუსულ კომპანიების გადარიცხვების დაბლოკვა საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდით ორი კვირაა დაიწყო.
გადახდის დაბლოკვა სავარაუდოდ, უკავშირდება ბანკების შიშს, რომ არ მოხვდნენ აშშ-ის მეორადი სანქციების ქვეშ რუს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან თანამშრომლობისთვის.