2023 წელს საქართველოში სიმინდის წარმოება მკვეთრად შემცირდა და 190,9 ათასი ტონა შეადგინა. წინა წელთან შედარებით კლება 25%-მდეა. 2020-2021 წლებთან შედარებით კი კლება კიდევ უფრო მეტი იყო.
საქსტატის თანახმად, 2021 წელს სიმინდის მოსავალმა 233 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო 2020 წელს ფერმერებმა 255 ათასი ტონა სიმინდი მოიყვანეს.
რაც შეეხება მოსავლიანობის მაჩვენებელს, ის ბევრად ჩამორჩება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არსებულ მონაცემებს..
კერძოდ, საქართველოში სიმინდის საშუალო მოსავლიანობამ 2023 წელს ერთ ჰექტარზე 2,6 ტონა შეადგინა. ეს მაჩვენებელი გაზრდილია წინა წელთან შედარებით.
2022 წელს ჰექტარზე – 2 ტონა შეადგინა;
2021 წელი- 3,0 ტონა;
2020 წელი- 3,1 ტონა.
ამ დროს სიმინდის საშუალო მოსავლიანობის გლობალური მაჩვენებელი რამდენჯერმე აღემატება საქართველოს მონაცემებს.
კერძოდ, მსოფლიო მოსავლიანობა საშუალოდ 9,34 ტონას შეადგენს ჰექტარზე. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება აშშ-ში – ჰექტარზე საშუალოდ 11,6 ტონა.