შაბათი, ივნისი 14, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ბანკები და ფინანსები

სებ-ში ბანკების 4.9 მლრდ ლარის რეზერვებია – გაიზრდება თუ არა ის რეგულაციების გამკაცრების შემდეგ

ავტორი Nona
13:33, 29 ნოემბერი, 2024
- ბანკები და ფინანსები, სიახლეები
ეროვნული ბანკი, რეზერვები, კომერციული ბანკები, სარეზერვო მოთხოვნები

ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი

გაზიარებაგაზიარება

რისი მიღწევა სურს ეროვნულ ბანკს?

როგორც ცნობილია, ეროვნულმა ბანკმა 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით, კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნა გაუზარდა. სარეზერვო მოთხოვნის ზედა ზღვარმა 20% –დან(10-20%) ისევ 25%-მდე აიწია (10-25%).

ამ გადაწყვეტით სებ-ს შესაძლებლობა მიეცემა, ბანკებისგან მეტი ვალუტა მიიზიდოს და სავალუტო რეზერვები გაზარდოს, საიდანაც ერთ თვეში $630 მილიონი დახარჯა(ეროვნულმა ბანკმა რეზერვების დიდი ნაწილი ოქტომბერში ლარის კურსის შესანარჩუნებლად დახარჯა).

სარეზერვო მოთხოვნის გაზრდის მიზანი სწორედ ის არის, რომ ბანკებს უცხოური ვალუტის მიზიდვის და ვალუტაში სესხების გაცემის მოტივაცია შეუმცირდეთ.

რაც შეეხება სტატისტიკას, 1 ნოემბრის მდგომარეობით, ეროვნულ ბანკში, კომერციული ბანკების 6.1 მლრდ ლარის დეპოზიტი იყო განთავსებული (01.11./2023 – ₾ 6.081 მლრდ). აღნიშნული მაჩვენებელი მოიცავს ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთებს და სავალდებულო რეზერვებს. ხოლო სებ-ში, 1 ნოემბრის მდგომარეობით, კომერციული ბანკების 4.899 მლრდ ლარის სავალდებულო რეზერვებია განთავსებული (01.11.2023 – ₾4.848 მლრდ-ს შეადგენდა).

რისი მანიშნებელია სარეზერვო მოთხოვნების გამკაცრება?

სავალდებულო რეზერვებთან დაკავშირებით რეგულაციის გამკაცრება მიუთითებს, რომ ეროვნული ბანკი მომავალში ფინანსური დესტაბილიზაციის საფრთხეებს ხედავს. თუმცა, ზღვრის 5%-ით მომატებით შედარებით ფრთხილად მოქმედებს, იმის შიშით, რომ მოლოდინები ზედმეტად არ გაუარესდეს, რაც ეროვნული ვალუტის კურსზე უარყოფითად აისახება.

როგორც ცნობილია, სექტემბერ-ოქტომბერში კომპანიებმა და ფიზიკურმა პირებმა, კურსის გაუფასურების მოლოდინის გამო, მიმდინარე ანგარიშების ნაწილი ლარიდან უცხოურ ვალუტაში გადაიტანეს, რაც რისკების მოლოდინს ქმნის.

მიმდინარე ანგარიშებზე მეტობით დაგროვილმა უცხოური ვალუტის ლიკვიდობამ, ბანკების მიერ სავალუტო დაკრედიტების გაზრდის საფრთხე შექმნა. სწორედ დოლარიზაცია გახდა სავალუტო სესხების ზღვრის 500 000 ლარამდე გაზრდის საფუძველი. ბანკებმა აღნიშნული ინსტრუმენტის პირობებში, წლიური სავალუტოს სესხების გაცემა 100 მლნ ლარზე მეტით უნდა შეამციროს.

დაკრედიტების ზღვრის გაზრდის წინა 2 რაუნდი (300 000 ლარამდე და შემდეგ, 400 000 ლარამდე გაზრდა) დაკრედიტების $330 მლნ ლარით კლებაზე იყოს გათვლილი. სავალდებულო რეზერვების მოთხოვნა ბანკებისთვის განსხვავებულია და სხვადასხვა განაკვეთით, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტის შესაბამისად განისაზღვრება.

ბანკებს, რომლებსაც 70%-ზე მეტად დოლარიზებული პორტფელი აქვთ მათ დარეზერვების მაქსიმალური ზღვარი ესადაგებათ. თუ პორტფელის დოლარიზაცია 40-70%-ის შუალედშია, სარეზერვო ზღვარიც წრფივად იკლებს. სწორედ ამიტომ გაამკაცრა მარეგულირებელმა ბანკებისთვის რეგულაცია, რომელიც წლის დასაწყისში შეამსუბუქა.

ბაზარი ეროვნული ბანკის არგუმენტებს არ იზიარებს. საბანკო სექტორი მიიჩნევს, რომ არჩევნები მოულოდნელი შოკი არ ყოფილა და სებ-ს მისი გაანალიზება წინასწარ შეეძლო, მით უფრო, რომ ბაზრის ქცევა ამჯერადაც სტანდარტული და არჩევნებისთვის დამახასიათებელი იყო.

თეგები: ეროვნული ბანკიკომერციული ბანკებისავალუტო რეზერვებისარეზერვო მოთხოვნები

დაკავშირებული სიახლეები

კრედიტი, სესხები
ბანკები და ფინანსები

ბანკებში სამომხმარებლო სესხების ვადაგადაცილება გაიზარდა

09:56, 9 ივნისი, 2025
bank, ბანკი
ბანკები და ფინანსები

2025 წლის 4 თვეში ბანკებმა მილიარდზე მეტი მოგება მიიღეს

17:42, 27 მაისი, 2025
ლარი დოლართან
ბანკები და ფინანსები

შეინიშნება ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების ლარში კონვერტაცია: TBC Capital

14:52, 21 მაისი, 2025
რუსული ოქროს კვალი შვეიცარიამდე მიდის – გამოძიება
ბანკები და ფინანსები

აპრილში საქართველოს ოქროს რეზერვი $757.7 მილიონიამდე გაიზარდა

17:08, 7 მაისი, 2025

ბოლო სიახლეები

დონალ ტრამპი

კრიპტოვალუტა, გოლფის კლუბები, ჰონორარები – ტრამპმა $1,6 მილიარდის აქტივი დაადეკლარირა

2 საათის-ის წინ
თიბისი, ბიზნესდაჯილდოება

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება

5 საათის-ის წინ
ჩინური ელექტრომობილები

მაისში ჩინური ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 24%-ით გაიზარდა

7 საათის-ის წინ
ლარი მიმოქცევაში

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

1 დღის-ის წინ
ელისო

14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა – გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის

1 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin X-twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved