ეროვნულმა ბანკმა რეგისტრაცია ბაზრის კიდევ ერთ მოთამაშეს გაუუქმა. არარეზიდენტ მეწარმე სუბიექტს სავალუტო ჯიხური ჰქონდა. განკარგულებას ხელს სებ-ის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროს მერაბ შალიკაშვილი აწერს.
ჯიხურის მფლობელი და დირექტორი, იორდანიელი რებჰი ჯასერ რაჯეჰ ელტარია.
რეგულატორმა წელს, სულ, ვალუტის გადამცვლელ 17 პუნქტს გაუუქმა რეგისტრაცია. მათგან არცერთი დაუჯარიმებია.
ჯარიმები ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბოლოს 2023 წელს, მაის-ივნისში გამოწერა. გასული წლის პირველ ნახევარში 100-ზე მეტი პუნქტია სანქცირებული, 400 000 ლარამდე საჯარიმო თანხით.
ვალუტის გადამცვლელ პუნქტებისთვის ეროვნულ ბანკს უმეტესად 3 000 ლარიანი ჯარიმები აქვს გამოწერილი, არასათანადო შიდა კონტროლის და მონიტორინგისთვის. კერძოდ, ვალუტის გადახურდავების პუნქტებში შიდა კონტროლი არ შეესაბამებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებს. ამასთან აღინიშნა რეგისტრაციის და რეგულირების წესის მოთხოვნათა დარღვევა.
გამოვლინდა ვერიფიკაციის გარეშე მომსახურების ფაქტების 10-ზე მეტი ფაქტი. აღმოჩნდა, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის პროგრამული (ელექტრონული) სისტემა, ვერ უზრუნველყოფდა საეჭვო ნიშნების გამოვლენას და ასევე პირების გადამოწმებას პოლიტიკურად აქტიურ ან/და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებულ სანქცირებულ პირთა სიებში.
როგორც დაჯარიმებული შპს-ების (GT2, კოლხა ამირი, დეა, თეა, ანანო, ლუკა, გიგა, კაქტუსი) წარმომადგენლებმა გვითხრეს, სებ-ი უმეტეს შემთხვევაში მოლარეების დატრენინგებას ითხოვდა.
მარეგულირებლის მოთხოვნის თანახმად, მოლარეს ფუნქცია მხოლოდ იდენტიფიკაცია, ვერიფიკაცია/კონვერტაციით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. დაჯარიმების რამდენიმე შემთხვევა შეეხებოდა ფინანსური მონიტორინგის სამსახურში რეგისტრაციის ვადის დარღვევას, რაც სუბიექტს ლიცენზირებიდან 10 დღეში ევალება. ვალუტის გადამცვლელმა სუბიექტმა საეჭვოდ მიჩნეულ ტრანზაქციებზე აღნიშნულ ვადაში უნდა გადასცემს ინფორმაცია. ცნობისთვის, მაღალრისკიან კლიენტურად მიიჩნევა მაგალითად, სათამაშო ბიზნესი, საადვოკატო საქმიანობა.