2024 წლის თებერვლის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა $8,751 მლრდ-ს, დღევანდელი კურსით 23,283 მლრდ ლარს გადააჭარბა. ეს კი $486,681 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის თებერვლის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა $8,264 მლრდ, ანუ მაშინდელი კურსით 21,712 მლრდ ლარი იყო.
ამავე საანგარიშო პერიოდში უფრო მეტად გაიზარდა კონკრეტულად მთავრობის საგარეო ვალი, ეროვნული ბანკის კი შემცირდა. უფრო კონკრეტულად, თებერვალში მთავრობის ვალი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა $516,944 მილიონით და შეადგინა $8,353 მლრდ (2023 წლის თებერვალში – $7,836 მლრდ), ეროვნული ბანკის ვალი კი $427,869 მილიონიდან $397,606 მილიონამდე შემცირდა.
ამასთან, 2024 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
როგორია მსხვილი კრედიტორების ვალის მოცულობა 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით:
- აზიის განვითარების ბანკი (ADB) – $2,248 მლრდ
- ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – $1,121 მლრდ
- მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) – $1,514 მლრდ
- მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) – $571,9 მლნ
- ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – $222,4 მლნ
- ევროკავშირი – $143,8 მლნ
- საერთაშორისო სავალუტო ფონდი – $195,1 მლნ
რაც შეხეება ორმხრივ კრედიტორებს, საქართველოს ყველაზე დიდი ვალი აქვს საფრანგეთის – $771,6 მლნ; გერმანიის – $613,8 მლნ და იაპონიის $129,4 მლნ.