თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირებულია. ასეთ ტენდენციას აჩვენებს TBC-ის არხებში მომხმარებელლის ხარჯვის დინამიკა.
2024 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით, აღნიშნული ტრანზაქციების რაოდენობა წლიდან წლამდე 6%-ით არის შემცირებული. საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვებში მკვეთრი კლება მიმდინარე წლის აპრილის თვის შემდეგ ფიქსირდება. განსაკუთრებით დიდი იყო ვარდნა ივნისში. უარყოფითი ტენდენცია აგვისტოს თვეშიც გაგრძელდა.
ხოლო თიბისის მიერ ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა 18%-ით გაიზარდა. იპოთეკა თანხვედრაში იყო გაყიდვების კლების დინამიკასთან და აპრილის შემდეგ მცირდებოდა. აგვისტოში კი ტენდენცია დადებითი მიმართულებით შეიცვალა.