საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2022 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.2%-ით, თითქმის 310 ლარით გაიზარდა და 1 774 ლარი შეადგინა.
ყველაზე მაღალი ხელფასი აქვთ შემდეგ სექტორებში:
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3,673 ლარი (2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 61.8% ით);
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2,727 ლარი (გაიზარდა 12.1%-ით);
• მშენებლობა – 2,536 ლარი (გაიზარდა 14.8%- ით);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2,455 ლარი (გაიზარდა 15.1%-ით).
საქსტატის ანგარიში მოწმობს, რომ ქვეყანაში საშუალო ხელფასის მაჩვენებლის ზრდას ძირითადად განაპირობებს მაღალი ანაზღაურების არსებობა საფინანსო და სადაზღვევო და კომუნიკაციების სექტორებში.
2022 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 411.7 ლარით, ხოლო კაცების – 2 123.2 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 258ლარი (22.4%) იყო, ხოლო კაცებში – 355.3 ლარი(20.1%). აღსანიშნავია, რომ კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.