ოთხშაბათი, მაისი 21, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ეკონომიკა

საქპატენტის თანამშრომლები სამსახურიდან გათავისუფლების გამო სასამართლოში ჩივიან

ავტორი Nona
19:11, 4 მაისი, 2023
- ეკონომიკა, სიახლეები
საქპატენტის თანამშრომლები სამსახურიდან გათავისუფლების გამო სასამართლოში ჩივიან

საქპატენტი

გაზიარებაგაზიარება

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრიდან – საქპატენტიდან გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურიდან დათხოვნას აპროტესტებენ და სასამართლოში ჩივილს აპირებენ.

გათავისუფლებული თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ საქპატენტში რეორგანიზაცია კონკრეტული ადამიანების ჩამოსაშორებლად ჩატარდა და ისინი დარღვეული უფლებებისა და ღირსების დასაცავად იბრძოლებენ.

მათ უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო დაიცავს.

გათავისუფლებული თანამშრომლები ამბობენ, რომ საქპატენტის თავმჯდომარის ქმედებები მიზანმიმართულის შთაბეჭდილებას ტოვებს, სწორედ ამიტომ, ისინი  სამართლებრივ გზას მიმართავენ.

საქპატენტში რეორგანიზაცია მაისის დასაწყისში დასრულდა, რის შედეგადაც შემცირდა სხვადასხვა მენეჯერული პოზიცია.

გათავისუფლებული სპეციალისტები ამბობენ, რომ რეორგანიზაციამდე და მას შემდეგ საქპატენტი სხვადასხვა ხერხით  დაატოვებინეს ადამიანებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებოდნენ ინტელექტუალური საკუთრების სფეროს. მათი კვალიფიკაციის ამაღლებაში დიდი რესურსი ჩადო როგორც სახელმწიფომ, ისე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) და ევროკავშირმა.

„ინტელექტუალურ საკუთრებას უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაში, ხოლო საქპატენტს კი ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზების პროცესში  წამყვანი როლი აქვს.

წლების განმავლობაში, საქპატენტი მოწინავე იყო კანონმდებლობის ევროკავშირთან ჰარმონიზაციის მიმართულებით, ასევე მაღალი რეპუტაციით სარგებლობდა, როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

რეორგანიზაციის გზით მსგავსი კადრების გათავისუფლება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქპატენტის თავმჯდომარის მიერ გაცხადებულ რეორგანიზაციის მიზანს ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფის შესახებ. რთული წარმოსადგენია, მიღწეულ იქნას საქპატენტის მიერ დასახული მიზნები, როგორც ეფექტური მმართველობის, ისე ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზების პროცესში, როდესაც უწყებაში აღარ არიან კადრები, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდნენ ამ მიმართულებით, – აღნიშნავენ ორგანიზაციიდან გათავისუფლებული თანამშრომლები.

მათი უმრავლესობა ამბობს, რომ მათთან თავმჯდომარეს არ ჰქონია კომუნიკაცია, არ აუხსნია მიზეზი და არ შეუთავაზებია თუნდაც დაბალი პოზიცია. ადგილი ჰქონდა მხოლოდ ფორმალურ კონკურსს, რომლის შედეგი წინასწარ მოსალოდნელი იყო და რის შემდეგაც ელექტრონული ფოსტით შეატყობინეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

„საქპატენტის თავმჯდომარე ხაზს უსვამს ხარჯების ოპტიმიზაციას, რაც მხოლოდ რამდენიმე მაღალკვალიფიციური ადამიანის გათავისუფლებით მოახერხა, მაშინ, როდესაც სამსახურს ემატებიან არაკომპეტენტური კადრები, ფორმალურად ჩატარებული კონკურსების გზით. ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში მუშაობდნენ სოსო გიორგაძესთან ერთად იუსტიციის სამინისტროსა თუ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში”, – აცხადებენ საქპატენტიდან გათავისუფლებული თანამშრომლები.

თეგები: თანამშრომლებისდ პროტესტისაქპატენტიშემცირება.

დაკავშირებული სიახლეები

Boeing
ბიზნესი

Boeing სამსახურიდან 17 000 თანამშრომელს დაითხოვს

12:50, 15 ოქტომბერი, 2024
Tesla
ბიზნესი

ილონ მასკმა Tesla-დან 14 ათასი თანამშრომელი დაითხოვა

16:00, 15 აპრილი, 2024
Google, სუნდარ პიჩაი,
ბიზნესი

მეტი AI, ნაკლები ადამიანი: Google თანამშრომლებს ხელოვნური ინტელექტით ანაცვლებს

12:32, 18 იანვარი, 2024
F-150 Lightning
ბიზნესი

Ford კიდევ 700 თანამშრომელს ამცირებს

11:00, 17 ოქტომბერი, 2023

ბოლო სიახლეები

ნავთობის ფასი, ირანი, ისრაელის თავდასხმა

ნავთობი ირანზე ისრაელის თავდასხმის საფრთხის გამო ძვირდება

52 წუთი-ის წინ
ქართული თეთრი

სამი ძირითადი ფაქტორი ლარის სასარგებლოდ- თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

2 საათის-ის წინ
რიყის დოქები, სასტუმრო, დემონტაჟი

სასტუმრო “რიყის დოქების” ნაცვლად – მთავრობა ინვესტორს ობიექტის დემონტაჟის ნებართვას აძლევს

14 საათის-ის წინ
ელექტროენერგია, ელექტროენერგიის მოხმარება, აფხაზეთი

აპრილში აფხაზეთის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება 24,5%-ით გაიზარდა: TBC Capital

20 საათის-ის წინ
ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

20 საათის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved