„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეგიონში და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის კანონის უზენაესობისა და კორუფციის არარსებობის კუთხით ლიდერია, ბოლო 5 წელში მმართველობის მაჩვენებლები გაუარესდა”,– წერია ანგარიშში, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიამ, საქართველოში 6-18 მარტის ვიზიტის დასრულების შემდეგ, გამოაქვეყნა.
სსფ-ის მისია მიიჩნევს, რომ მმართველობის სტანდარტების და კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად, საქართველომ უნდა გააძლიეროს სასამართლო სისტემა და გააძლიეროს ანტიკორუფციული სამსახური.
ასევე სსფ-ის წარმომადგენლები საქართველოს მთავრობას ურჩევენ, „უფრო ძლიერი, მეტად ინკლუზიური და სამუშაო ადგილებით მდიდარი ზრდა განათლების, პროდუქტიულობის, ინფრასტრუქტურისა და მმართველობის გაზრდას მოითხოვს.
სწავლებისა და ტრენინგის ხარისხის ამაღლება და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ზრდა, მათ შორის მიწის რეგისტრაციის და მართვის გაუმჯობესებით, შეიძლება დაეხმაროს ფესვგადგმული მაღალი უმუშევრობის და სოფლის სამუშაო ძალის დაბალი მონაწილეობის პრობლემის აღმოფხვრას.
ტრანსპორტში, ლოჯისტიკას და ენერგეტიკაში ინვესტიციების პრიორიტეტიზაცია სავაჭრო ხარჯების შემცირებას, ვაჭრობის დივერსიფიკაციას და რეგიონული კავშირის გაძლიერებას შეუწყობს ხელს”,– აღნიშნულია სსფ-ის მისიის ანგარიშში.