საქართველოში ცოცხალი ღორების იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა.
2024 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანამ $4.641 მლნ-ს ღირებულების წვრილფეხა საქონელი შეიძინა, რაც ბოლო 14 წლის (იანვარ-თებერვალი) მაქსიმუმია.
საქსტატის მონაცემებით, 2009 წლის ორ თვეში საქართველომ სულ $97.1 ათასის ცოცხალი ღორი იყიდა.
აღსანიშნავია, რომ წელს ორ თვეში საქართველოში ცოცხალი ღორების იმპორტი მხოლოდ რუსეთიდან განხორციელდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი რუსეთზე იმპორტის 95.5% მოდიოდა.
კერძოდ, შარშან ქვეყანამ ჯამში $3.361 მლნ-ს ცოცხალი ღორები იყიდა, აქედან $3.210 მლნ-ს რუსეთში და მხოლოდ $150.8 ათასის ბელარუსში.
რაც შეეხება მთლიანად 2023 წელს, შარშან საქართველომ $28.013 მლნ-ს ღირებულების სოსცხალი ღორები იყიდა, აქედან $27.862 მლნ-ს ღირებულების რუსეთში, რაც მთლიანი იმპორტის 99.4%-ია.