საქართველო ჩინეთის ღვინის იმპორტში წამყვანი ქვეყნების ათეულშია. ამის შესახებ ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (American Association of Wine Economists-AAWE) რეიტინგში წერია, რომელიც ასოციაციის facebook-გვერდზე ვრცელდება.
კერძოდ, 2022 და 2023 წლების ღვინის იმპორტში საქართველო ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი პარტნირია და ქვეყანა ორი წელია ტოპ 10-ეულში ხვდება.
2022 წელს ჩინეთმა საქართველოდან $15.02 მლნ-ს, ხოლო 2023 წელს შედარბით ნაკლები ღირებულების, $11,69 მლნ-ს ღვინის იმპორტი განახორციელა. ამდენად, ერთ წელიწადში საქართველოდან იმპორტი $3.33 მლნ-ით, ანუ 22,2%-ით შემცირდა.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ჯამში საქართველოდან ექსპორტზე გავიდა $251.610 მლნ-ის ღირებულების ღვინო, 2023 წელს $257.710 მლნ-ის ღირებულების. შედეგად გამოდის, რომ რომ 2022 წელს ქართული ღვინის ექსპორტში ჩინეთის წილი 4,9%-ს შეადგენდა, 2023 წელს კი 4,5%-ს.