2022 წელს საქართველოში 15 000-მდე ახალი რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 16-ჯერ მეტია. სულ ამ დროისთვის საქართველოში რეგისტრირებული რუსული კომპანიების რიცხვი 22 400-ს აღწევს. მათი 66% უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა. მონაცემებს „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო” აქვეყნებს.
გასულ წელს დარეგისტრირებული კომპანიების 95% ინდივიდუალური საწარმოა. ეს იმას მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა;