საქართველოში წელს $4.521 მლნ-ს ღირებულების საცურაო და საბავშვო აუზები, პოლოსა ან კრიკეტის ინვენტარი იყიდა, რაც თითქმის ერთი მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2023 წლის იანვარ-ივლისში ქვეყენაში $3.445 მლნ-ის პროდუქცია შემოვდა.
საქსტატის მონაცემებით, წელს, როგორც შარშან ყველაზე დიდი რაოდენობით საცურა აუზი ჩინეთიდან შემოვიდა – $2.221 მლნ-ს ღირებულების, რაც მთლიანი იმპორტის თითქმის ნახევარია. მეორე ადგილზეა იტალია, საიდანაც $501.9 ათასის იმპორტი განხორციელდა, მესამეზე თურქეთი $491.41 ათასით. ხუთეულში შედიან ჰონ-კონგი $344.43 ათასით და სლოვაკეთი – $227.83 ათასით.
რაც შეეხება 2023 სრულ წელს, შარშან საქართველოში $5.536 მლნ-ს ღირებულების ს საცურაო და საბავშვო აუზები, პოლოსა ან კრიკეტის ინვენტარი შემოვიდა, აქედან 35%-ი ჩინეთიდან – $1.9444 მლნ-ს ღირებულების.