2023 წლის I კვარტალში საქართველოში 1.2 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2.1-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
განახლებულ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 220.7 ათასი, დაფიქსირდა რუსეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 25.3%-ს შეადგენს. ანუ ქვეყანაში შემოსული ყოველი მეოთხე ვიზიტორი რუსეთის მოქალაქე იყო. მათი რაოდენობა წინა წლის მარტთან შედარებით, თითქმის 4-ჯერ არის გაზრდილი.
მეორე ადგილზეა თურქეთი 17.6%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 15.0%-იანი წილით.
შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (256.8 ათასი), თურქეთის (216.4 ათასი) და სომხეთის (182.5 ათასი) მოქალაქეების მიერ.
საერთაშორისო ვიზიტორების 79.8% მხოლოდ ტურისტები იყვნენ. ექსკურსანტების წილმა 15.9% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4.3% იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
მათი უდიდესი ნაწილის – 48.7%-ის ასაკი 31-50 წლამდე იყო.