Unistream-ის შემდეგ, საქართველოში ფულად გადარიცხვებს კიდევ ერთი რუსული სისტემა CONTACT აჩერებს.
როგორც რუსული მედია წერს, ამის მიზეზი Киви банк-ის ლიცენზიის გაუქმება გახდა, რომელმაც აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია 21 თებერვალს გაავრცელა.
როგორც რუსული მედია წერს, CONTACT არის ერთ-ერთი ლიდერი ფულადი გადარიცხვების სისტემა გლობალურ ბაზარზე, რომელიც 186 ქვეყანაში 670 000-ზე მეტ სერვის პუნქტს მოიცავს.
თავის შეტყობინებაში მარეგულირებელმა განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება საბანკო სფეროში ფედერალური კანონებისა და ცენტრალური ბანკის რეგულაციების დარღვევასთან არის დაკავშირებული.
საქართველოს ეროვნული ბანკის ფულადი გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნული გადარიცხვების სისტემის მეშვეობით, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში $35,974 მლნ ჩაირიცხა, რაც საერო ჩარიცხვების 13,6%-ია, გადარიცხვით კი $879,4 ათასი გადაირიცხა, რაც გადარიცხული თანხის 29,6% -ს შეადგენს. ამავე საანგარიშო პერიოდში, საქართველოში ჯამში, $263,386 მლნ ჩაირიცხა, $25,868 მლნ კი გადაირიცხა.
რაც შეეხება გადარიცხვებს, CONTACT-ის მეშვეობით, წელს, იანვარში საქართველოდან $879,4 ათასი გადაირიცხა.
გადარიცხვების სისტემა CONTACT-ის მეშვეობით ფულად გადარიცხვებს საქართველოში კრედო ბანკი ახორციელებდა.
აღსანიშნავია, რომ CONTACT-მა გადარიცხვები შეაჩერა კიდევ ერთმა რუსულმა სისტემამ Unistream-მა. მაშინ ამის მიზეზი ამერიკული სანქციები გახდა. 2023 წლის აგვისტოდან აღნიშნული სისტემით გზავნილები საქართველოში აღარ ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ სანქცირებამდე (სისტემა 2023 წლის ივლისის მიწურულს დაასანქცირეს)
საქართველოში ფულადი გზავნილების სისტემებს შორის Unistream–ი ერთ ერთი ლიდერი სისტემა იყო.
2023 წლის ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში სულ გადმოირიცხა $353 170 700, საიდანაც ყველაზე მეტი – 21.8% ანუ $76 979 700 სწორედ Unistream-ით ჩაირიცხა, გადარიცხვით კი – $2 034 000 გაიგზავნა.