საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2022 წელთან შედარებით 0.9%-ით შემცირდა და 16.4% შეადგინა.
2023 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი
ასაკის მოსახლეობაში) წინა წელთან შედარებით 1.4%-ით გაიზარდა და 53.3%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 1.6%-ით გაიზარდა და 44.5% შეადგინა.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.1-ით არის გაზრდილი, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.6%-ით.
დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 1.3 და 1.9%-ით და 45.4% და 43.4%-ს შეადგენს.