საქართველოში სასაკლაოების მომსახურება გაძვირდა.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მე-4 კვარტლის მდგომარეობით, ერთი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური 35.7 ლარს, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური 13.9 ლარს, ხოლო ღორის დაკვლის საფასური – 30.2 ლარს შეადგენდა.
მაშინ როდესაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 33.7 ლარს, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 12.9 ლარს, ხოლო ღორის დაკვლის საფასური – 28.0 ლარს შეადგენდა.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით სასაკლაოებმა 2023 წლის მე-4 კვარტალში 17 ათასი ტონა ცხოველის და ფრინველის ხორცი აწარმოეს.
წინასწარი მონაცემების მიხედვით, წარმოებული პროდუქციის 34% იყო ფრინველის ხორცი, 30.8% ღორის ხორცი, 0.8% ცხვრის და თხის ხორცი იყო.
ცნობისთვის, საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 11.1 ათას პირს, საიდანაც 45.5% შინამეურნეობაზე მოდის. საქსტატის ცნობით, სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 073 კაცი შეადგინა.