30 ივნისის მდგომარეობით, სულ საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში 48.04 მილიარდი ლარის დეპოზიტია განთავსებული.
აქედან, დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დეპოზიტების საერთო მოცულობა 6.17 მილიარდ ლარამდეა (ანუ 12.9%-მდე) დაზღვეული. ინფორმაციას დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ავრცელებს.
აქედან, 5,601 მილიარდი ლარი ფიზიკური პირების დეპოზიტებია. მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 3 მილიარდი ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში – 2,592 მილიარდი ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები 572,3 მილიონი ლარია (ეროვნულ ვალუტაში – 414,462 მილიონი ლარი, უცხოურ ვალუტაში – 157,9 მილიონი ლარის ეკვივალენტი).
2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 48,042 მილიარდ ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 24,594 მილიარდი ლარია (ეროვნულ ვალუტაში – 8,097 მილიარდი ლარი, უცხოურ ვალუტაში – 16,496 მილიარდი ლარის ეკვივალენტი).
იურიდიული პირების – 23,448 მილიარდი ლარი (ეროვნულ ვალუტაში – 15,332 მილიარდი ლარი, უცხოურ ვალუტაში – 8,1 მილიარდი ლარის ეკვივალენტი).