ორშაბათი, ივნისი 16, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ეკონომიკა

საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია: IDFI

ავტორი Nona
09:35, 23 სექტემბერი, 2024
- ეკონომიკა, კვლევები, სიახლეები
რუსული კომპანიები საქართველოში

apa.az

გაზიარებაგაზიარება

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის(IDFI) მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, რომ საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

როგორც IDFI-მ მოიკვლია, რუსული მსხვილი კომპანიები ქართულ ეკონომიკაში ხშირ შემთხვევაში ოფშორული ან შუამავალი კომპანიების მეშვეობით ხვდება, რაც ართულებს იმის დაზუსტებას თუ კონკრეტულად ვინ დგას ამა თუ იმ კომპანიის უკან. ასევე ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია მათი იურიდიული, ასევე ფაქტობრივი მისამართის დადგენა.

რუსული მსხვილი კომპანიები გვხვდება ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკაში, ტელეკომუნიკაციებში, მრეწველობაში, სათამაშო ბიზნესში, და ა.შ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით:

  • 2024 წლის 1-ლი ივნისის მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაშია 37,400 -მდე კომპანია, რაც საქართველოში ჯამში აქტიური სტატუსის მქონე კომპანიების 8.1%-ია;
  • 30,000-ზე მეტი კომპანია 2022 წლის შემდგომ არის დარეგისტრირებული;
  • რეგისტრირებული კომპანიებიდან აქტიური სტატუსი 20,885-ს აქვს;
  • 494 საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეებს ეკუთვნით;
  • რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებულ 34,857 კომპანიის შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს მოქალაქეებთან კავშირი;
  • რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების 6%-ის (2,041 კომპანია) თანადამფუძნებელი არის საქართველოს მოქალაქე.

რეგისტრირებული აქტიური სტატუსის კომპანიების 89% მცირე ზომისაა, საშუალო და მსხვილი კომპანიების რაოდენობა ჯამში მხოლოდ 0.5%-ია, ხოლო 10.6%-ის შემთხვევაში ეკონომიკური ზომა ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომპანიების 93% ინდივიდუალური მეწარმეების მიერ არის დაფუძნებული. ყველაზე მეტი კომპანია IT მიმართულებით არის დაკავებული.

2022 წლიდან რუსეთის მოქალაქეებმა 134 უძრავი ქონების სააგენტო დაარეგისტრირეს, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების ყიდვა-გაყიდვისა და მომსახურების სფეროში კი დამატებით რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული 213 კომპანია ოპერირებს.

სამშენებლო მასალების მოპოვების/რეალიზაციისა და სამშენებლო სამუშაოების ჩატარების საქმიანობის მიმართულებით 253 კომპანია ფიქსირდება რუსული კაპიტალის მონაწილეობით. მათი ნაწილი აქტიურად იღებს მონაწილეობას სახელმწიფო ტენდერებშიც. რუსული კავშირის მქონე კომპანიები მონაწილეობას იღებენ სახელმწიფო პრივატიზების პროცესშიც.

რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიებისა და ინდ. მეწარმეების რეგისტრაცია საქართველოში უმეტესად ფიქტიური მისამართის მითითებით ხდება. საქართველოში გვხვდება ათობით იურიდიული მისამართი სადაც ერთდროულად ასობით შპს და ინდივიდუალური მეწარმეა რეგისტრირებული. არის შემთხვევები, როდესაც ერთ იურიდიულ მისამართზე 1500-მდე პირია რეგისტრირებული. აღნიშნული მისამართების უმეტესობაზე შენობა-ნაგებობაც კი არ დგას, ტერიტორიების უმეტესობა დაუსახლებელი მიწებია, რომლის კანონიერი მფლობელები ძირითადად საქართველოს მოქალაქეები არიან.

თეგები: IDFIრუსული კომპანიები საქართველოში

დაკავშირებული სიახლეები

უცხოური ინვესტიციები, FDI
ეკონომიკა

“ოფშორებიდან შემოსული ინვესტიციები, შესაძლოა ისევ ქართულ კაპიტალს წარმოადგენდეს”: IDFI

11:46, 31 დეკემბერი, 2024
სპეცრაზმი
საზოგადოება

ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც სპეცრაზმის კვების ტენდერს იგებს და რა კავშირი აქვს ხელისუფლებასთან: IDFI-ის კვლევა

10:28, 27 დეკემბერი, 2024
ქონებრივი დეკლარაციები
საზოგადოება

თანამდებობის პირთა დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

17:42, 19 დეკემბერი, 2024
საჯარო სამსახურის სესახებ კანონი, საჯარო მოხელე
ეკონომიკა

რა ცვლილებები შედის “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში, რომელსაც რეპრესიულს უწოდებენ

13:17, 15 დეკემბერი, 2024

ბოლო სიახლეები

პრემია ელისო

პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ

21 საათის-ის წინ
დონალ ტრამპი

კრიპტოვალუტა, გოლფის კლუბები, ჰონორარები – ტრამპმა $1,6 მილიარდის აქტივი დაადეკლარირა

2 დღის-ის წინ
თიბისი, ბიზნესდაჯილდოება

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება

2 დღის-ის წინ
ჩინური ელექტრომობილები

მაისში ჩინური ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 24%-ით გაიზარდა

2 დღის-ის წინ
ლარი მიმოქცევაში

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

3 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin X-twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved