საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის II კვარტლის ბოლოსათვის საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 5.6%-ით შემცირდა და 929.7 ათასი სული შეადგინა.
უწყების ცნობით, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 446.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2%-ით ნაკლებია.
მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის შემცირების მიუხედავად, გაზრდილია რძის წარმოება.
წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 206 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.6%-ით მეტია.
რაც შეეხება ხორცის წარმოებას, 17.3 ათას ტონა შეადდენს. ის 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.2%-ით ნაკლებია.