საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის I კვარტლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 8.4%-ით შემცირდა და 929.8 ათასი სული შეადგინა.
აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 448.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.3%-ით ჩამორჩება.

ღორის რაოდენობა 159.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 6.3%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 10.5%-ით შემცირდა და 9.2 მილიონი ფრთა შეადგინა.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და წვრილფეხა პირუტყვის სულადობა, ასევე, ფრინველის რაოდენობა 2016-2023 წლების I კვარტლის ბოლოსათვის:

