საქართველოში მსესხებლების 19%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ კრედიტის გადასახდელად ფინანსური რესურსი არ ჰყოფნით.
„კრედიტინფოს“ 2024 წლის ბოლო, მარტის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან ვადაგადაცილება, 367 121 მსესხებელს უფიქსირდება. სულ „კრედიტინფოს” ბაზაში აღნიშნული პერიოდისთვის 755 791 ვადაგადაცილებული სასესხო ხელშეკრულება ფიქსირდება.
რაც შეეხება მოცულობას, საუბარია, 2,503 მილიარდი ლარის ვადაგადაცილებულ კრედიტებზე.
საერთო ჯამში, მარტის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის მიმართ თანხა 1 930 277 მსესხებელს მართებს, ჯამში 44 835 686 520 ლარის.
რამდენია ვადაგადაცილება ბანკების მიმართ
აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 81.8% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, მარტის მდგომარეობით, ბანკებიდან 40 882 027 339 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 580 582 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 6.8%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 108 436-ია.
კიდევ 19 502 ადამიანს 585 287 853 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. აქ 30 დღიდანი ვადაგადაცილება 5 050 მსესხებელს უფიქსირდება.