საქართველოში მინიმალური ხელფასის მქონე პირთა რიცხვი მცირდება. ამას აჩვენებს PMC კვლევითი ცენტრის კვლევა.
ორგანიზაციის თანახმად, 2023 წლის ივნისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 18.1%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.8%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
ჩატარებულმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მთლიანობაში 2023 წლის ივნისში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.7%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8%-ით არის გაზრდილი.