ლუდის სექტორი საქართველოში სტაბილურად იზრდება, რაც წლების განმავლობაში ამ სასმლის მოხმარების მატებამ განაპირობა. აღნიშნული ტენდენცია აჩვენა TBC Capital-ის მიერ ჩატარებულმა ალკოჰოლური სასმელების ბაზრის კვლევამ.
ქვეყანაში ბოლო წლებში გაიზარდა ადგილობრივი ლუდსახარშის და ლუდის ბრენდების რაოდენობა.
ლუდის სექტორის მთლიანმა ბრუნვამ 495 მლნ ლარი შეადგინა 2022 წელს, რაც 30%-იანი ზრდაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ლუდის წარმოებამ 2021 წელს 111 მლნ ლიტრი შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 2,4%-იანი ზრდაა. რაც შეეხება წარმოების ღირებულებას, 2021 წელს 214 მლნ ლარს მიაღწია, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 6,5%-ით აღემატება.
2022 წელს საქართველოში შინამეურნეობების წლიურმა მოხმარებამ 2,7 მილიონ ლიტრს მიაღწია, რაც 5,6%-იანი ზრდაა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.