საქართველოში მიმოქცევაში 8 885 426 საკრედიტო და სადებეტო ბარათია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ერთ მოქალაქეზე საშუალოდ 2,3 საბანკო ბარათი მოდის.
საქსტატის ბოლო მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 736 400-ს შეადგენს.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის თებერვალში საქართველოში მიმოქცევაში იყო 528 618 ერთეული საკრედიტო ბარათი და 8 356 808 სადებეტო ბარათი.
ამასთან, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში VISA-ს 2 554 781 სადებეტო ბარათია, ხოლო Mastercard/Maestro-ს ბარათების რაოდენობა 4 239 452 -ს შეადგენს. სხვა სისტემების სადებეტო ბარათების რაოდენობა კი 1 562 575-ია.
საკრედიტო ბარათების მიმართულებით კი ბაზარი ასე ნაწილდება – VISA-ს სისტემის 124 745 ბარათი; Mastercard/Maestro – 66 753 ბარათით. სხვა სისტემების საკრედიტო ბარათების რაოდენობა კი 337 120-ია.