საქართველოში ავტომობილების რაოდენობა ერთ წელიწადში თითქმის 5%-ით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლისთვის საქართველოს გზებზე სულ, სხვადასხვა მოდელის მილიონ 563 ათას 200 ავტომობილი მოძრაობს. მათ შორის მილიონ 333 ათასი მსუბუქი ავტომობილია. ერთი წლის წინ მათი რიცხვი 1 490,2 მილიონი იყო.
ავტომობილების თითქმის მესამედი დედაქალაქშია თავმოყრილი- 529, 3 ათასი. დედაქალაქის ავტოპარკი ერთ წელიწადში 4%-ით – 20,7 ათასამდე ავტომობილით გაიზარდა.
რეგიონების მიხედვით ავტომობილები ასე ნაწილდება:
1. თბილისი – 529.3 ათასი ერთეული;
2. იმერეთი – 209.9 ათასი;
3. ქვემო ქართლი – 161.8 ათასი;
4. კახეთი – 145.4 ათასი;
5. აჭარა – 130.4 ათასი;
6. სამეგრელო-ზემო სვანეთი – 105.2 ათასი;
7. შიდა ქართლი – 94.7 ათასი;
8. სამცხე-ჯავახეთი – 65 ათასი;
9. მცხეთა მთიანეთი – 43.2 ათასი;
10. გურია – 38.6 ათასი;
11. აფხაზეთი – 11.2 ათასი;
12. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.8 ათასი