საქართველოს რკინიგზამ 13-დან 18 აპრილის ჩათვლით დამატებითი რეისები დანიშნა.
სადღესასწაულო დღეებში გაზრდილი მგზავრნაკადის გამო, 13-დან 18 აპრილის ჩათვლით, დამატებითი რეისები დაინიშნა თბილისიდან ფოთის მიმართულებით და პირიქით, ფოთიდან თბილისის მიმართულებით.
ამავე პერიოდში დამატებითი რეისები შესრულდება თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისის მიმართულებაზეც. აღნიშნულ მიმართულებაზე 17 აპრილს 2 რეისი შესრულდება.