ოთხშაბათი, მაისი 21, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი საზოგადოება

საქართველოს მოსახლეობა მიგრანტების ხარჯზე გაიზარდა – რა ცვლილებები აჩვენა სტატისტიკამ

ავტორი Nona
12:10, 27 აპრილი, 2023
- საზოგადოება, სიახლეები
საქართველოს მოსახლეობა მიგრანტების ხარჯზე გაიზარდა – რა ცვლილებები აჩვენა სტატისტიკამ

actcheck.ge/

გაზიარებაგაზიარება

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოს მოსახლეობა 1.3%-ით გაიზარდა და 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 3.74 მილიონი კაცი შეადგინა.

მოსახლეობის რაოდენობის ზრდა 2022 წელს გაზრდილმა მიგრაციულმა ტალღამ განაპირობა. გასულ წელს ქვეყანაში უარყოფითი ბუნებრივი მატება (-6 799) დაფიქსირდა, ხოლო მიგრაციული სალდო დადებითია – საქართველოში იმიგრანტებსა და ემიგრანტებს შორის სხვაობამ 54 509 შეადგინა.

2023 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 60.4% ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს.

მოსახლეობის ასაკობრივ-სქესობრივი შემადგენლობა 

0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.7%-ს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 63.8 %-ს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 15.6 %-ს.

კაცების რიცხოვნობამ 1.8 მილიონი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1.9 მილიონი. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48% კაცი, ხოლო 52% – ქალია. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის.

აღსანიშნავია, რომ 35 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 35 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.

სიცოცხლის ხანგრძლივობა 

წინა წელთან შედარებით, 2022 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2.3 ერთეულით გაიზარდა და 73.7 წელი შეადგინა. სიცოცხლის ხანგრძლივობა კაცებისათვის 69.4 წელი, ხოლო ქალებისათვის – 78.1 წელია.

მიგრაცია 

2022 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 125 269 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 25.3%-ით მეტია, ხოლო

იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9%-ით გაიზარდა და 179 778 კაცი შეადგინა. იმიგრანტებს შორის 54 405 საქართველოს, ხოლო 62 304 რუსეთის მოქალაქე იყო. შემოსული რუსეთის მოქალაქეებიდან 6 ათასამდე პირმა წლის ბოლომდე საქართველო დატოვა.

იმიგრანტთა შორის უკრაინის 20 716 მოქალაქე იყო. მათგან 2 ათასმა ქვეყანა დატოვა.

შარშან ბელორუსის 13 361 მოქალაქე შემოვიდა და ქვეყანა 852-მა დატოვა.

იმიგრანტთა შორის არიან ინდოეთისა და თურქეთის მოქალაქეები, რომელთა უმრავლესობა ქვეყნიდან მალევე გადის.

იმიგრანტების სტატისტიკა მოქალაქეობის მიხედვით:
  • რუსეთი – 62,304 ადამიანი;
  • საქართველო – 54,405 ადამიანი;
  • უკრაინა – 20,716 ადამიანი;
  • ბელარუსი – 13,361 ადამიანი;
  • ინდოეთი – 3,948 ადამიანი.

ამავე პერიოდში, იმიგრანტების 84.3% და ემიგრანტების 86.7%, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.

2022 წელს, იმიგრანტების 30.3%-ს, ხოლო ემიგრანტების 80.5 %-ს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ.

თეგები: მიგრაციამოსახლეობის ასაკიმოსახლეობის რაოდენობასაქართველოს მოსახლეობა

დაკავშირებული სიახლეები

საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სამარშრუტო რაქსი, მგზავრები, გაჩერება
საზოგადოება

საქართველოს მოსახლეობამ 3 704 500 შეადგინა – რის ხარჯზე არის ზრდა

12:08, 25 აპრილი, 2025
ოლაფ შოლცი, გერმანიის ეკონომიკა, მიგრაცია
საზოგადოება

ოლაფ შოლცი ამბობს, რომ გერმანიის ეკონომიკას ემიგრანტები სჭირდება

17:36, 11 სექტემბერი, 2024
მაღალმთიანი რეგიონები, მოსახლეთა რაოდენობა
საზოგადოება

მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეთა რაოდენობა შემცირდა – სად არის ყველაზე მეტი კლება

14:19, 17 ივლისი, 2024
მიგრაცია გერმანიიდან, საქართველო-გერმანიის მიგრაციის ხელშეკრულება,
საზოგადოება

რას ითვალისწინებს საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული მიგრაციის შეთანხმება

13:33, 19 დეკემბერი, 2023

ბოლო სიახლეები

ქართული თეთრი

სამი ძირითადი ფაქტორი ლარის სასარგებლოდ- თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

1 საათის-ის წინ
რიყის დოქები, სასტუმრო, დემონტაჟი

სასტუმრო “რიყის დოქების” ნაცვლად – მთავრობა ინვესტორს ობიექტის დემონტაჟის ნებართვას აძლევს

13 საათის-ის წინ
ელექტროენერგია, ელექტროენერგიის მოხმარება, აფხაზეთი

აპრილში აფხაზეთის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება 24,5%-ით გაიზარდა: TBC Capital

19 საათის-ის წინ
ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

19 საათის-ის წინ
ნავთობი

საუდის არაბეთი სიიაფის გამო ნავთობს დაწვავს

21 საათის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved