საქართველოს ბანკის ჯგუფი აცხადებს, რომ ლევან ყულიჯანიშვილი, რომელიც ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებს საოპერაციო მიმართულებით, თანამდებობას 12 მაისს დატოვებს.
ახალი COO-ს არჩევამდე მის ძირითად მოვალეობებს დროებით საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე შეასრულებს.
ლევან ყულიჯანიშვილი ბანკში 1997 წლიდან მუშაობს. ის წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას. 2000-2009 წლებში ხელმძღვანელობდა შიდა აუდიტის დეპარტამენტს. 2009 წლიდან კი ხარისხის შესაბამისობისა და შიდა კონტროლის განყოფილებას. 2016 წელს დაინიშნა გენერალური დირექტორის მოადგილედ ფინანსების განხრით.
ლევან ყულიჯანიშვილი ფლობს გრენობლის ბიზნესის სამაგისტრო სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ვაჭრობის ბაკალავრის ხარისხს.