საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში, საქართველოდან მსხვილფეხა რქოსანი პირუქტყვის ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიორდთან შედარებით თითქმის 64%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ექსპოტზე გავიდა 7.1 ათასი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუქტყვი, წინა წლის კი 19.6 ათასი.
წელს ღორის ექსპორტი არ განხორციელებულა. შარშან კი მხოლოდ 100 სული გავიდა.
შემცირების მიუხედავად, ქვეყნიდან მაინც დიდი რაოდენობით ცოცხალი ფრინველი გადის.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან უცხოეთში გავიდა 3 472 700 ერთეული ფრინველი, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი 2 146 600 ერთეული ფრთის.