2023 წლის 7 თვეში საქართველოდან $368.3 ათასის ღირებულების ლოკოკინას ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49%-ით არის გაზრდილი. ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოდან ლოკოკინა უმეტესად ევროკავშირის ბაზარზე გადის.
საქართველოდან ლოკოკინას ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 2021 წლიდანაა დაშვებული.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოდან $263.52 ათასის ღირებულების დაახლოებით 44 ტონა ლოკოკინა გავიდა ექსპორტზე.
ძირითადი საექსპორტო ქვეყნები იტალია და საფრანგეთია.
ევროპის ქვეყნებიდან ლოკოკინაზე მოთხოვნის ზრდის გამო, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ლოკოკინას წარმოება გაიზარდა. ლოკოკინას საწარმოებმა მისი ჩაბარება მოსახლეობისგანაც დაიწყეს.