საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა – ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 2023 წელს, ქვეყნიდან ემიგრაციაში 245 064 მოქალაქე წავიდა.
ამავე პერიოდში, ემიგრანტების 62.2%, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.
გასულ წელს ემიგრაციაში წასული 245 064 ადამიანიდან, 66.7% საქართველოს მოქალაქე იყო, ჯამში 163 480 ადამიანი.
გარდა ამისა, შარშან საქართველო დატოვა რუსეთის ფედერაციის 35 344-მა მოქალაქემ; უკრაინის – 7 675-მა; თურქეთის – 7 049-მა, ბელარუსის – 4 537-მა; ინდოეთის – 3 274-მა, სომხეთის – 2 577 მოქალაქემ.
ამასთან, 2023 წელს საქართველოდამ ემიგრაციაში წავიდა – აზერბაიჯანის 1 946 მოქალაქე; ისრაელის – 1 851; აშშ-ს – 1 864 და ჩინეთის 1 724 მოქალაქე. ემიგრაციაში წასული დანარჩენი ქვეყნების მოქალაქეების რაოდენობამ 13 576 შეადგინა, ხოლო მოქალაქეობის არმქონე იყო 167 ადამიანი.