შაბათი, მაისი 17, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ბიზნესი

საქართველოდან ავტომობილის კატალიზატორის ექსპორტი იკრძალება

ავტორი Nona
15:13, 12 ივნისი, 2023
- ბიზნესი, ეკონომიკა, სიახლეები
საქართველოდან ავტომობილის კატალიზატორის ექსპორტი იკრძალება

https://www.facebook.com/

გაზიარებაგაზიარება

საქართველოდან ავტომობილების კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალება.

მთავრობა შესაბამის დადგენილებას უახლოეს მომავალში გამოსცემს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„რიგ შემთხვევაში ბიზნესად არის გადაქცეული. ე.წ. კატალიზატორების საკითხი. ამის თაობაზე საკითხი შევისწავლეთ და ვთქვით, რომ აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ამიტომ, ცალკე დადგენილებას გამოვცემთ და ქვეყნიდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება. სამწუხარო რეალობაა და პრაქტიკაში ჩვენ ვიცით, რომ ავტომობილებს აცლიან ამ დეტალს, კატალიზატორს და ყიდიან უცხოეთში. ეს არის მთავარი პრობლემის გამომწვევი. ამიტომ, ვფიქრობთ, ძალიან მალე შედეგი გვექნება. ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება მას შემდეგ, რაც ამ სტანდარტს შემოვიღებთ.

პარალელურად, გარემოს ეროვნული სააგენტო დაიწყებს ხარისხის სისტემატურ შემოწმებას, ასევე ავტომობილების. მიმდინარე წლიდან თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ხილული, ჭარბი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გზებზე კონტროლს სპეციალური აპარატურის საშუალებით დავიწყებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კატალიზატორების შეგროვება ქვეყანაში იმპორტირებული მეორადი ავტომობილებისგან დაშლის შედეგად ხდება ან მას მფლობელები ხსნიან, მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

კატალიზატორი ავტომობილის საკმაოდ ძვირად ღირებული ნაწილია. ის შეიცავს პალადიუმს, რომელიც პლატინის ჯგუფის ძვირფასი ლითონია და გამონაბოლქვს ამცირებს. მის შემადგენლობაში ასევე, არის რადიუმი და პლატინა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან ექსპორტზე 9,492 კგ-ის, $1,365 მილიონის ღირებულების კატალიზატორები გაიტანეს.

როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ქვეყნიდან რეკორდული რაოდენობის კატალიზატორი 2021 წელს გავიდა – $31 მილიონის ღირებულების. ავტომობილის კატალიზატორების ექსპორტის მაჩვენებელი მაღალი იყო 2020 წელსაც – $16.9 მილიონის მოცულობით.

ბოლო 9 წლის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში სულ $97,8 მილიონის ღირებულების ავტომობილის კატალიზატორია გასული. სულ ჯამში – 701,441 კგ-ის. ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ კილოგრამის ფასი ბოლო წლების განმავლობაში მცირდება და 2023 წელს საშუალოდ $143-ს შეადგენს.

საქართველოდან კატალიზატორების ექსპორტი წლების მიხედვით:

2015 – $6,297 მილიონი (92,122 კგ)
2016 – $3,595 მილიონი (60,505 კგ)

2017 – $3,655 მილიონი (61,579 კგ)
2018 – $7,292 მილიონი (89,672 კგ)

2019 – $11,710 მილიონი (111,190კგ)
2020 – $16,794 მილიონი (86,999 კგ)
2021 – $31,083 მილიონი (122,092 კგ); კგ-$254
2022 – $15,986 მილიონი (67,790 კგ); კგ – $235
2023 – $1,365 მილიონი (9,492 კგ); კგ – $143

თეგები: ავტომობილის კატალიზატორიაკრძალვაექსპორტიირაკლი ღარიბაშვილი

დაკავშირებული სიახლეები

ექსპორტ-იმპორტი, საგარეო ვაჭრობა,
ეკონომიკა

აპრილში ექსპორტი წლიურად 41%-ით გაიზარდა, იმპორტი- 4%-ით შემცირდა

11:39, 13 მაისი, 2025
პორტი, საზღვაო გადაზიდვები, გემი, ტვირთი, კონტეინერი
ეკონომიკა

იანვარ-მარტში იმპორტი 20%-ით, ექსპორტი – 5,7%-ით გაიზარდა

11:25, 14 აპრილი, 2025
კარტოფილი, კარტოფილის ექსპორტი
სიახლეები

2025 წლის I კვარტალში კარტოფილის ექსპორტი წლიურად 38-ჯერ გაიზარდა

10:03, 9 აპრილი, 2025
ავტომობილების ექსპორტი, ყირგიზეთი,
ეკონომიკა

2025 წლის იანვარში საქართველოდან ექსპორტირებული ავტომობილების 58% ყირგიზეთში გაიგზავნა

13:12, 19 თებერვალი, 2025

ბოლო სიახლეები

ელექტროენერგია, ელექტროენერგიის იმპორტი

I კვარტალში რუსეთიდან იმპორტირებული 595 გიგავატი ელექტროენერგია მთლიანად აფხაზეთმა მოიხმარა: Galt & Taggart

22 საათის-ის წინ
სანქციები, რუსეთი, ევროკავშირი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს ამზადებს

23 საათის-ის წინ
ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა

1 დღის-ის წინ
სატელევიზიო რეკლამა, ტელეიმედი, რუსთავი 2, ტვ პირველი,

ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი 14,8 მილიონ ლარამდე გაიზარდა – 41% “იმედმა” მიიღო

1 დღის-ის წინ
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

1 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved