საფრანგეთმა გადაუსწრო შვედეთს და გახდა ელექტროენერგიის უმსხვილესი ექსპორტიორი ევროპაში, ხოლო გერმანია ექსპორტიორიდან იმპორტიორად იქცა.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საფრანგეთიდან ელექტროენერგიის მთლიანმა ექსპორტმა 17,6 ტერავატსაათი შეადგინა. ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში გადის.
საფრანგეთში ელექტროენერგიის 50%-ის გამომუშავება ატომური ელექტროსადგურების მიერ ხდება და ექსპორტის ზრდაც მათი სიმძლავრის მატებამ განაპირობა.
იზრდება განახლებადი წყაროების სიმძლავრეც. მზის ელექტროსადგურები ამ ზაფხულს განსაკუთრებით პროდუქტიული იყო ძლიერი სიცხის გამო.
ექსპორტიორების ჩამონათვალში შვედეთმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა 14,6 ტერავატსაათის ექსპორტით.
ესპანეთმა გაუსწრო გერმანიას და ევროპის სიდიდით მესამე ექსპორტიორია, რაც განახლებადი ენერგიის გაზრდილი წარმოების ხარჯზე მოხდა.