სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი რომელიც 1.3 მლნ აბონენტს ემსახურება, განაგრძობს ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას მომხმარებლების უზრუნველყოფისთვის მაღალი ხარისხის, საიმედო კომუნიკაციით.
5G-ს განვითარებისა და არსებული ქსელის განახლების მიღმა, სელფი მობაილმა დანერგა ტექნოლოგია ზარების საუკეთესო ხარისხით განხორციელებისთვის. სელფის ქსელში VoLTE-ს (Voice over LTE) მეშვეობით მომხმარებელს აქვს მაღალი ხარისხის ხმოვანი კავშირი, შეუძლია ზარების სწრაფად წამოწყება და იმავდროულად მობილური ინტერნეტით სარგებლობა.
ხმის გადაცემისთვის VoLTE იყენებს უფრო ფართო სიხშირეებს. სწორედ ეს უზრუნველყოფს სუფთა და მკაფიო კომუნიკაციას. ინტერნეტის უწყვეტი გამოყენება ზარების მიმდინარეობისას, VoLTE -ს მნიშვნელოვანი უპირატესობაა.
VoLTE სელფის ქსელში ეტაპობრივად ხდება ხელმისაწვდომი iOS ტექნოლოგიის სმარტფონებზე, რის შემდეგაც ის ასევე ჩაირთვება ანდროიდის მომხმარებლებისთვისაც. VoLTE-თან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით: სატელეფონო ცენტრში 110101 (სელფიდან); +995 32 2200611 სხვა ქსელებიდან; ასევე ონლაინ ჩატში.
(რ)